,,შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა” – ბერძენიშვილი

ზუკა ბერძენიშვილს თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა:

,,შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა, რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.
ვაი თქვენს პატრონს ბიჭებო
ყველა შენახული მყავხართ”, – წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ. ბერძენიშვილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ბერძენიშვილს თავს პაპუაშვილის სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დაესხნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოძალადეები წაახალისა და რეალურად, თავდასხმის სამიზნეები განუსაზღვრა.

მსგავსი თემები