,,ეს არის მორიგი შეცდომა” – წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე

,,ეს არის მორიგი შეცდომა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აშშ-ის მიერ სანქციების პირველი პაკეტის დაწესებას გამოეხმაურა.

,,ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. აქედან უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის, ეს არ არის პირველი შეცდომა, მორიგი შეცდომის შემდეგ ალბათ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება. იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაწელავს დროში, გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა და ურთიერთობების გადატვირთვა. ამიტომ არის შეცდომა, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს.

ჩვენ, ამ მთავრობას, ამ მთავრობას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ ამ მტრულ აქტში, რომელსაც MEGOBARI აქტი დაარქვეს, თქვენ ნახავთ, რომ მთელ ტექსტში არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც თითქმის ყველა ხაზზე მეორდება, ეს არის This government, ანუ ეს მთავრობა. რეალურად ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და აი ამ მთავრობას არასდროს, რომლის წევრიც ვარ განუწყვეტელი 12 წლის განმავლობაში, არასდროს, არცერთხელ არცერთ დარგში და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი არც ტექნიკური, არც პოლიტიკური, არც მორალური თუ ადმინისტრაციული. აღარაფერს ვამბობ სამხედროზე”, – ამბობს წულუკიანი TV იმედის ეთერში.

მსგავსი თემები