გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოშია და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დამნაშავე მაში შემოვარდა, როცა მეგობრები სახლში ქეიფოდბნენ.

„ჩემს  შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენეს. საავადმყოფოშია უგონო მდგომარეობაში. დილით დაჭრეს. სახლში შემოუვარდნენ. სახლში, მე-4 სართულზე, მეგობრები ქეიფობდნენ, გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც. ერთ-ერთ სტუმარს დაურეკეს და ამ ზარის მერე შემოვარდა დამნაშავე სახლში. რომ დარეკა იკითხა „ის“ იქ არისო, ერთ-ერთი სტუმარი გოგონა აინტერესებდა, ჩემი შვილიშვილი მას შორიდან იცნობდა“ – გვითხრა გოგი თოფაძემ.

მსგავსი თემები