ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კენედის მკვლელობის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის, 11 სექტემბრის ტერაქტისა და მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი შურისძიება წარმატებული იქნება. ეს ცუდი ხალხია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, სხვას გაუკეთებდნენ იმავეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები