აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცი,რომელმაც სროლა განახორციელა, პოლიციამ მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.