ძლიერი სეტყვა იყო ცაგერის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ლასურიაში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა.
დილით მოსულმა სტიქიამ ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში, ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.