„საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, ეს კანონი შეცდომაა“ – შოლცი

„საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და ის არ უნდა იქნას მიღებული. ახლა, როდესაც ეს [კანონის მიღება] გადაწყდა, არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები