საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი – ბასი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება:

,,საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ სურს. მოვუწოდებ ,,ქართულ ოცნებას,” იმუშავოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა შემთხვევა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ჯონ ბასი.

მსგავსი თემები