სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

სამართალდამცავებმა პარლამენტის უკანა შესასვლელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებმა შეძახილების ფონზე მიაცილეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე. მანამდე ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ წუთსა და 7 წამს გაგრძელებულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ,,რუსული კანონს” მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი და მაშინვე ,,ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოდან გავიდნენ.

მსგავსი თემები