ბლოგერის და მისი მეუღლის სასამართლო პროცესი დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიეიბის შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული.

ბრალდების მხარემ პროცესის დახურვა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა და უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესი მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დახურა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კუპატაძემ ბრიფინგი, გუშინ, გამართა.

 

„ასეულობით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ცნობილი პირების მონაწილეობით“- შსს ბლოგერის და მისი მეუღლის დაკავებაზე

მსგავსი თემები