„ჩინეთს არ დაუწყია უკრაინის კრიზისი და არც მისი მხარე ან მონაწილეა“ – სი ძინპინი

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზდენტი აცხადებს, რომ  უკრაინის კრიზისი ჩინეთს არ დაუწყოა და არც მხარეს წარმოადგენს.

„ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩინეთს არ დაუწყია უკრაინის კრიზისი და არც მისი მხარე ან მონაწილეა.  ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ მშვიდობისთვის. ჩინეთი ეწინააღმდეგება მცდელობებს, გამოიყენონ უკრაინის კრიზისი განტევების ვაცის ან მესამე ქვეყნის შელახვისთვის ან ახალი ცივი ომის გასაჩაღებლად“ – აცხადებს ცი ძინპინი.

მისი თქმით, ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებით სრულდება.

„ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საბოლოო ჯამში, კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაახლონ ჩართულობა და დიალოგი ურთიერთნდობის გასამყარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ სათანადო დროს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, რომელიც აღიარებულია როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიერ და უზრუნველყოფს ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და სამართლიან განხილვას ყველა სამშვიდობო გეგმის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ დაბალანსებულ, ეფექტურ და მდგრად უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში“- – განმარტავს საფრანგეთში მყოფი  სი ძინპინი.

 

მსგავსი თემები