აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.
ჯო ბაიდენი შეხვედრებს გამართავს მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან.
მედიის ცნობით, შეხვედრისას სუნაკი და ბაიდენი განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს.