საქართველოში წმინდა ცეცხლს 01:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ

მორწმუნეები იერუსალიმის აღდგომის ტაძარში არიან შეკრებილები და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. იერუსალიმში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებს. ცეცხლს დაახლოეით 01:00 საათისთვის სამების ტაძარში მიაბრძანებენ, საიდანაც ის მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.

ამ წუთებში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრი სწორედ იერუსალიმია, სადაც უამრავი მომლოცველია შეკრებილი. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე მაცხოვრის საფლავზე უმდა შევიდეს  და შემდეგ მოხდება ცეცხლის გამოტანა.

როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც, იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მაცხოვრის ტაძარში სპეციალურ ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელმსახურები.

მსგავსი თემები