თბილისში, კაცი მე-7 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მე-7 სართულიდან ვარდნის შემდეგ მამაკაცი ეზოში მდგარ ერთ-ერთ ავტომობილს დაეცა.

როგორც ”პრაიმტაიმი” იუწყება, კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები