მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახლადაშენებული ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის დროს საავტომობილო გზაზე სატვირთო გადაადგილდებოდა, თუმცა მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო. მანქანა კი დაზიანდა.