,,საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი”- კობახიძე

საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის, ბელორუსის მიმართ, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  მოლდოვას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო.

„მესიჯი იყო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის. ამ დროს, მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს და დსთ-ს წევრად რჩება. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს. მთავარი რა არის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ბელორუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის, სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ინფორმაციის საფუძველზე, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ბოლომდე კარტების გახსნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

 

მსგავსი თემები