“აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს” – პაატა იმნაძე

“ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასამმაგდეს – ამ მძიმე პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმანაძე ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, ეს ასეც მოხდება.

“როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები