ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
მდინარაძის თქმით, სპეცოპერაციის ავტორებმა შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც კი.
,,ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს არის, ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში, ლოგიკურად შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო, დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი”, – განაცხადა მდინარაძემ.