კულტურის სამინისტრომ სტრატეგიული ამოცანები ვერ განახორციელა – დეპუტატი სამინისტროების გაერთიანებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე სამინისტროების შემცირებას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ არც ერთი სფეროს თვითმიზანი არ უნდა იყოს, მისი სახელობის სამინისტრო არსებობდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში არსებობს სამინისტრო, რომელიც თავის სფეროში რაიმე სტრატეგიულ ამოცანებს არ ახორციელებს. “ვინმე იტყვის, რომ კულტურის სამინისტრომ სტრატეგიული ამოცანები განახორციელა კულტურის სფეროში და საზოგადოება კმაყოფილია ამ მიმართულებით? სამინისტროს არსებობა თავისთავად რომ ნიშნავდეს რომელიმე სფეროს კარგ მომსახურეობას ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ბუნებრივია, რაც უფრო მეტი სამინისტრო იქნებოდა ქვეყანაში, ცხოვრება უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ​მისივე თქმით, კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული იდეის რეალიზატორი საზოგადოებაში.…

მეტი...