მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. „20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,დემოკრატიის უკუსვლის გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს” – POLITICO

ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს. ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია. ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ ,,ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”. ,,ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია”, – განაცხადა პრესსპიკერმა. გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც…

მეტი...

რუსებმა სუმის ოლქში გერიატრიულ პანსიონატს დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა სუმის ოლქში გერიატრიულ პანსიონატს დაარტყეს, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 13 კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა. ცნობილია, რომ დაწესებულებაში მყოფების შენობიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა. მათ დახმარებას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწევენ.

მეტი...

,,პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება” – კრამერი სანქციებზე

,,პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება”, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს და აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხმაურება. ,,ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი – სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა. მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო…

მეტი...

წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ უარს ამბობდა” – ხაზარაძე

,,გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა. შეთანხმების ჩაშლის გამო, მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე”, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და გახარიას პარტიასთან ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება. ,,პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ იწყება გათბობის სეზონი და რუსული აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ,,ჩამოვედი ევროპული მხარდაჭერის განსახილველად: ზამთრისთვის მზადებიდან თავდაცვამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან G7-ის სესხების მხრივ პროგრესამდე”, – დაწერა მან.

მეტი...

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის, როგორც უკრაინის ტერიტორიის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა შესთავაზა განხეილათ ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხი რუსეთთან ომის დასრულების მიზნით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები სიკორსკი და არც ის, ვინ ცდილობს ყირიმის სტატუსის განხილვას. თუმცა, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას აქვს სათაური ,,ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის სამომავლო სტატუსის შესახებ მიუღებელი წინადადებების შესახებ”. ,,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა. წერტილი”,…

მეტი...

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევაა. MRB Bank-ი დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული რეჟიმმა 2015 წელს დააფუძნა, ბანკმა 2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო. ბანკის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული არავითარი ფინანსური ინფორმაცია, შესაბამისად, უცნობია თუ რა შემოსავლები ჰქონდა მას გასული წლების განმავლობაში. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს ინფორმაციით, ფულის გათეთრების სქემა ორკესტრირებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ, რომლის ნებართვითაც დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში MRB Bank-ი დაფუძნდა და ამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები შესრულდა კლიენტებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ MRB…

მეტი...

ბაიდენი, 26 სექტემბერს, თეთრ სახლში, ზელენსკის შეხვდება

26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც. ,,ლიდერები ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე უკრაინის სტრატეგიაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის გვერდით დგომის შესახებ”, – წერს თეთრი სახლი.

მეტი...

,,აშშ-მა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგა, ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ” – დენიელ ფრიდი

,,აშშ-მა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგა. ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხმაურება. ,,ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების” მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე…

მეტი...

ევროკავშირი ცენტრალური ევროპის წყალდიდობით დაზარალებული რეგიონებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ცენტრალური ევროპის წყალდიდობით დაზარალებული რეგიონებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც სტიქიური შედეგად დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევა, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული. „ეს განსაკუთრებული დროა და განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. თავდაპირველად, ფონდიდან დაზარალებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია ათი მილიარდი ევროს მობილიზება. ეს საგანგებო რეაგირებაა. თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფისგან რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება”, – განაცხადა ლეიენმა.

მეტი...