როგორ შეხვდა ზაზა ფაჩულია UFC-ის ახალ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს (video)

ბროძის დასრულების შემდეგ მერაბ დვალიშვილი გუშემატივრებს შეხვდა. მათ შორის იყო კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. მათი შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად დვალიშვილს მიანიჭეს. მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო.  

მეტი...

„არა კრემლის დიქტატს”-პარლამენტთან აქცია იგეგმება

„არა კრემლის დიქტატს” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” საპროტესტო აქცია აანონსებს. ახალგაზრდები  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების პასუხად 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან, პარლამენტთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ, ინფორმაცია „დაფიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება. „ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი! მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს. ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება! ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით…

მეტი...

მერაბ დვალიშვილი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა ისტოროული ბრძოლა მოიგო. მან ამერიკელ შონ ო’მალი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. 33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.

მეტი...

“თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს”- ევროკავშირის ელჩი

“ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ – ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით” – ამის შესახებ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა, ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. “დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება…

მეტი...