,,გამოვხატავთ მზაობას, დავეხმაროთ ყაზბეგის N32-ის მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში” – კახა კალაძე

,,ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ – ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის…

მეტი...

ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს. ინფორმაციასს თბილისის მერია ავრცელებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე…

მეტი...

აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა

ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. პარასპორტმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე, პირველად ისტორიაში, 9 მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მეტი...

წნორში, სარწყავ არხში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი წნორში გამავალ სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა, რის გამოც  მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მეტი...

15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, გარდაიცვალა

15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ჩავარდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ “დედოფლისწყაროს ახალი ამბები” ვრცელდება. შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. 15 წლის მარიამ ბენაშვილი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

რთულ თამაშს ველოდებით, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – გიორგი მამარდაშვილი ალბანეთთან მატჩზე

ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, საქართველო-ალბანეთის მატჩისწინა მოლოდინებსა და განწყობებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდებით. ნაკრებისთვის თამაში გასვლაზე არასდროს არაა მარტივი. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ვიცით, რომ კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ მათ, როგორც ჩვენ. ჩვენც კარგ ფორმაში ვხვდებით ამ თამაშს და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

მეტი...

,,ბავშვს ეთამაშებოდაო უშნოდ, ამ მიზეზით დაუჭერიათო“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც შვილიშვილზე გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბაბუა დააკავეს

სამეგრელოში დაკავებულია 66 წლის მამაკაცი, რომელიც, თვეების განმავლობაში, 9 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაშინ ახორციელებდა, როდესაც გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. 9 წლის გოგონამ მშობელს თავად უამბო ყველაფერი. ბავშვის დედამ, ფაქტის გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და, პედოფილი ბაბუის მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიციას გამოუძახა. 9 წლის გოგონას ახლა ექსპერტიზა უტარდება, მასთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც. მძიმე დანაშაულზე საუბარი, ზუგდიდის ერთ-ერთ პატარა სოფელში, ყველას უჭირს. 66 წლის ბაბუამ რომ 9 წლის შვილიშვილზე სექსუალურად იძალადა, ადგილობრივებმა მხოლოდ გუშინ გაიგეს,…

მეტი...

სოლიდარობა აფგან სადიგოვს! – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

,,სოლიდარობა აფგან სადიგოვს!”, – ამ მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს. საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად იკრიბებიან სადიგოვის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს, რადგან მას იქ პატიმრობა და წამება ემუქრება. აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ  საქართველოში ჩამოვიდა. ,,ოცნების” ხელისუფლება კი სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გეგმავს.

მეტი...

სატვირთო მანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი – დაკავებულია 2 ადამიანი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1992 წ. დაბადებული რ.ს და 1998 წ. დაბადებული მ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,” – წერია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ყაზბეგის 32-ში, დაპირისპირების დროს ადგილობრივი შეუძლოდ გახდა

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა, რა დროსაც ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა პროტესტის რეჟიმშია. ისინი ამბობენ, რომ  მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის, ამიტომ მშენებელი კომპანიისგან, ,,სქაი რეზიდენსისგან” სპეციალურ დასკვნას ითხოვენ.  კომპანიას კი ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეჰყავს. დღეს ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მობილიზებულია პოლიცია. ხალხი ამბობს, რომ კომპანიამ დღეს ადგილზე ,,დაქირავებული მოჭიდავეები” მიიყვანა.  

მეტი...

,,ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად” – დანიგანი

,,ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რომელიც ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო. ,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითი ფაქტორია,…

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1982 წელს დაბადებული ს.მ., 1986 წელს დაბადებული ს.ა., 1974 წელს დაბადებული დ.ს., 1986 წელს დაბადებული ა.შ., 1985 წელს დაბადებული ლ.პ. 1994 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები:…

მეტი...

ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ტერიტორიაზე მისულ მძიმე ტექნიკას, ბეტონის მანქანებს, სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ. მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის. სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შეხლა-შემოხლა. ცოტა ხნის წინ მისამართზე მივიდა პოლიციაც. ,,როგორც კი წავიდა პოლიცია იმ წამსვე დაიწყეს ჩასხმა ბეტონის, ჩვენ ვაპროტესტებთ ჩასხმას, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის დადასტურებული სამხარაულის ორი დასკვნით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ვითხოვთ ჩვენი სახლის გამაგრებას. ჩვენ სახლს გაუჩნდა ბზარები, ეზო ჩაინგრა, ეზოში, საპარკინგე ადგილზე გაჩნდა ბზარები, მთელ…

მეტი...

,,ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გულშემატკივრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება, სადაც თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის ალბანეთი-საქართველოს საჯარო ჩვენებას გამართავს. შესაბამისი განცხადება კალაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! ხვალ, 10 სექტემბერს, გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს. 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ტირანაში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება“, – წერს კალაძე.

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველო ალბანეთის მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება. ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

მეტი...

ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით მიდლტონმა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. „შვებაა ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩემი გზა განკურნებისა და სრული გამოჯანმრთელებისკენ გრძელია“, – განაცხადა უელსის პრინცესამ. მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას. ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი მიმდინარე წლის მარტში დაუსვეს.

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 46 ,,შაჰიდიდან” 38 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 46 ,,შაჰიდის” ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს, 3 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, სამმა დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა. ასევე, უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ,,ისკანდერ-მ” ბალისტიკური რაკეტითა და Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას რეგიონებში. უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მეტი...

სოლიდარობა აფგან სადიქოვს – დღეს თბილისში აქცია გაიმართება

სოლიდარობა აფგან სადიქოვს. თბილისში 10 სექტემბერს, 12:00 საათზე აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრია. ,,ქართული დემოკრატია კვლავ საფრთხეშია. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას და ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობას და აზერბაიჯანში გეგმავს კრიტიკული ჟურნალისტის, აფგან სადიქოვის ექსტრადიციას. აფგან სადიქოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის სიმართლისთვის. ის აქტიურად წერს აზერბაიჯანში გამეფებულ კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე, ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. სწორედ ამ გამბედავი საქმიანობის გამო, იგი ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივებით. პატიმრობისას მან 242 დღე იშიმშილა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. 2023 წლის დეკემბერში სადიქოვი საქართველოში ჩამოვიდა…

მეტი...

მათ, ვისაც გერმანიაში თავშესაფრის მიცემაზე უარს ეტყვიან, ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანია თავშესაფარზე უარს ეტყვის, ავსტრია ქვეყანაში არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს. ,,ჩვენ არ გვაქვს მანევრირების საშუალება. ასეთია კანონი”, – განაცხადა კარნერმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, საზღვრიდან უკან არ უნდა დაბრუნდნენ. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ევროკავშირის წევრი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში.

მეტი...

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სხომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიალოგი გააგრძელებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია ბლოკთან უვიზო მიმოსვლისთვის, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის მენეჯმენტი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ,,პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და უვიზო მიმოსვლაზე ავტომატური გადასვლა არ მოხდება. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. ერევანში იმყოფება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი, რასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სომხეთში ევროკავშირის…

მეტი...

კალიფორნიაში, ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში, ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უცხოური მედია წერს, რომ ხანძარი კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ გაჩნდა, რის გამოც საფრთხე შეექმნა 36 ათასზე მეტ შენობას, მათ შორის საცხოვრებელ სახლს. სან-ბერნარდინოს ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობისთვის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ცნობისთვის, ხანძარი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 8,580 ჰექტარია დამწვარი. ირკვევა, რომ ამ დროის მონაცემებით, ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული. ხანძრის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე, დრონებით შეტევა იყო

რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე, დრონებით შეტევა იყო. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, სულ მოსკოვის რეგიონის სხვადასხვა რაიონში 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი რამენსკოეში მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მე-11-მე-12 სართულების რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ სულ 59 დრონი ჩამოაგდო. ტულას რეგიონის ხელისუფლება იტყობინება ორი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები ,,საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე” დაეცა. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა სამ რაიონში დრონების ,,ჩახშობის” (ელექტრონული საშუალებებით აპარატების შეჩერება) შესახებ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი რაოდენობა.

მეტი...

ღაზაში, უსაფრთხო ზონაში ისრაელის იერიშის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა ღაზის სამხრეთით და ათეულობით დაშავდა ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარულ ზონაზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თვითმფრინავი თავს დაესხა ხან-იუნისში მდებარე ოპერაციულ ცენტრს, რომელიც ,,ჰამასის” მებრძოლებს ეკუთვნოდა, და რომ მან მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამი დარტყმის სამიზნე იყო კარვები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში, ქალაქ ხან-იუნისის დასავლეთით, დარტყმებმა შვიდი მეტრის სიღრმის ღრმულები გააჩინა. ,,ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა”, – განუცხადა BBC-ს “ჰამასის” სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა. თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დიდი აფეთქებები…

მეტი...

წყალდიდობა მაროკოში – დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი

მაროკოში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა, ესპანეთიდან, კანადიდან და პერუდან. წყალდიდობა მაროკოს სამხრეთით მდებარე პროვინციებში, მათ შორის ტატაში, ტიზნიტში, ერაჩიდიაში, ტინგირსა და ტარუდანტში, კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიის შედეგად 56 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, დაზიანდა გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

მეტი...

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „10 სექტემბერს ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მომავალ ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს და ყველა იმ პირს, რომელიც ენერგეტიკის სექტორს გულშემატკივრობს, ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ! საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისათვის. ენერგეტიკოსების დაუღალავი შრომის შედეგია არაერთი მიღწევა და წარმატება, რომლებმაც სექტორს მისცა განვითარების შესაძლებლობა. მარეგულირებელ კომისიას, სემეკს, ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, გამორჩეულად მინდა მივულოცო ენერგეტიკოსის დღე სემეკის თანამშრომლებს. თავდაუზოგავი შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი და…

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა 9 სექტემბერს 21:00-დან 11 სექტემბრიდის 12:00 საათამდე შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ…

მეტი...