“ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად”- ო’ბრაიენი

“ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქცისთან საუბრობს. ო’ბრაიენი განმარტავს, რომ ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. „ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე…

მეტი...

“უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ დაიწყებს“- ზელენსკი

„დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.      

მეტი...

პორტუგალიაში ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა

ლისაბონის მახლობლად მდებარე ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა.პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს გაქცეულებს, რომელთა შორის ორი პორტუგალიელი, ორი რუმინელი და ერთი ბრიტანელია. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმრებს გარედან სამი ადამიანი დაეხმარა, რომლებმაც კიბე გაამზადეს და პატიმრებს ციხესთან შავი მერსედესით დახვდნენ.  

მეტი...

ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო

ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ახალმა ნამუშევარმა – „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა. ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.

მეტი...

“მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა”- ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგებული მატჩი (4:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა. „სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ. პირველი 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. მერე შემტევებს, ხვიჩას, მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს ვთხოვე, რომ დაცვაში დიდ ძალებს ნუ დახარჯავდნენ და ეს ძალიან კარგად მოახერხეს. საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში გუნდმა იდეალური თამაში აჩვენა. მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო…

მეტი...

ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, კვლავ აქციებია

თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციებზე 400 000 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში მყოფი მძევლების დასაბრუნებლად. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მძევლების ოჯახების წევრებიც.

მეტი...

“ქართველი გულშემატკივრები ჩვენზე დამთრგუნველად მოქმედებდნენ”- ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა. „ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი არ მომეწონა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს. რაც შეეხება ფანების განწყობას, ჩვენ ვგრძნობდით ამ ემოციას. არაა გასაკვირი, რომ ქართველები ასე ემოციურად გულშემატკივრებდნენ საკუთარ გუნდს და ეს ჩემს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად მოქმედებდა. გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“ – განაცხადა ჩეხეთის…

მეტი...

პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​(+90 კგ – J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის ფინალში ქარველი თურქ ბოლუკბასთან დამარცხდა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

მეტი...

რუსებმა სუმი დაბომბეს-არის მსხვერპლი

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“ – აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

მეტი...

“ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო”- ბიძინა ივანიშვილი

“გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქვეყნებს. „4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი! ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!“ – წერს ივანიშვილი განცხადებაში.

მეტი...

“ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი”- ქოჩორაშვილი

მეტოქის კარებში მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა შეაგდო. საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა ნაკრებში ეს მისი პირველი გოლია. “ძალიან გახარებულები ვართ პირველ რიგში რომ დავბრუნდით თბილისში, ვითამაშეთ და რა თქმა უნდა ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ სრულიად ეკუთვნის იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა. გასახდელში უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ ვიცით რომ 2 დღეში თამაში გვაქვს, ეს არ ჩერდება, ყოველდღიურად უნდა მოვუმატოთ. რა შედეგის მიღწევაც ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად წინ უნდა ვიმოძრაოთ, პროგრესი მუდმივია. წინსვლით ყველა ერთად უნდა წავიდეთ… ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი –…

მეტი...

“გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და ამბობს რომ გამარჯვება დიდი შრომის შედეგია. „გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა! დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო!“ – წერს კალაძე. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამრცხა.

მეტი...

„ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ”- მამარდაშვილი

„ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი“- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს. ასე რომ, ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი“- განაცხადა მამარდაშვილმა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

მეტი...

“რაც ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო”- კვარაცხელია

„დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა. „რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ  ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს“ – განაცხადა კვარაცხელიამ. საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

მეტი...

“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები”- სალომე ზურაბიშვილი

“ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას. პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს. „დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“- განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.  

მეტი...