პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ ​(+90 კგ – J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის ფინალში ქარველი თურქ ბოლუკბასთან დამარცხდა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.

მსგავსი თემები