საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.  

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს

უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მეტოქის კარებში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. რამდენიმე წუთში კი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმაც გაიტანა.

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს

უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მეტოქის კარებში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. რამდენიმე წუთში კი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმაც გაიტანა.

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის კარებში მეორე გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 2:0 უგებს. მეორე გოლი მეტოქის კარებში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყო. კვარაცხელიამ ჩეხეთს პირველივე ტაიმში გაუტანა

მეტი...

“სტადიონზე არ ვიმყოფები, ბევრი ხალხი გარეთ დარჩა,პრეზიდენტი ხალხთან არის”- სალომე ზურაბიშვილი

“სტადიონზე არ ვიმყოფები, რავიცი ყველასთვის არ იყო იქ ადგილი,ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს რესპუბლიკის მოედნიდან გულშემატკივრობს.  „გამარჯვების მოლოდინი მაქვს ყოველთვის ყველგან. სტადიონზე არ ვიმყოფები, რავიცი ყველასთვის არ იყო იქ ადგილი. ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის. დაველოდები აქ ფეხბურთელებს, რესპუბლიკის მოედანზე. ასევე ვისარგებლებთ და გეტყვით, რომ 13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში სახალხო ღონსიძიება იქნება, დაველოდებით ყველა პარაოლიმპიელს და ოლიმპიელს დაჯიოლდოების ცერემონიისთის. ვიღაც-ვიღაცები კი ცდილობენ, სპორტიც გახადონ სუბიექტი იმის, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არის დიდი დანაშაული, რადგან სპორტი არის…

მეტი...

არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა

არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი კვლევები უტარდება. „მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები. ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“,- წერს დავით ნოზაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

კვარაცხელიამ ჩეხეთს პირველივე ტაიმში გაუტანა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა. გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყო.

მეტი...

ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა მიხეილ მესხის სტადიონზე გულშემატკივრებს მოპოვებული მედლები წარუდგინეს

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა ტრიბუნაზე შეკრებილ გულშემატკივრებს მოპოვებული მედლები წარუდგინეს. გულშემატკივრები მათ შეძახილებით და დიდი ოვაციებით შეხვდნენ. საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.   საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო

საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სატადიონზე მიმდინარეობს. ჩვენი ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას მართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ პრეზიდენტიც მივიდა.   პრეზიდენტი  ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა

მეტი...

პრეზიდენტი  ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მატჩის საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა. ისტორიული შეხვედრა წუთი-წუთზე დაიწყება. ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადება.  

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ვილი სანიოლის გუნდის შემადგელობა ასე გამოიყურება: მამარდაშვილი კაკაბაძე გველესიანი კაშია დვალი ლოჩოშვილი კიტეიშვილი ქოჩორაშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან

მეტი...

საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან

ვაკის პარკში საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან. გულშემატკივრები რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სტადიონისკენ მსვლელობას გამართავენ. ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადება. საქართველო-ჩეხეთის მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპილები და პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.  საქართველო-ჩეხეთის მატჩი დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

ვიეტნამში ტაიფუნი მძვინვარებს-დაღუპულია ოთხი ადამიანი

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიდევ 12 ადამიანი ზღვაში დაიკარგა. სანაპირო ქალაქებიდან 50,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამასთან, გაუქმდა 300-ზე მეტი რეისი და რამდენიმე საათით შეჩერდა ოთხი აეროპორტის მუშაობა. 12 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ ჰანოიში, დაიხურა სკოლები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

“ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი მოკლეს”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი  დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალების მიერ თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალის მკვლელობას გმობს. „გუშინ მათ მოკლეს ჩვენი ერთი ქალიშვილი. მათ მოკლეს 40 ათასი უდანაშაულო მოქალაქე, მათ შორის 17 ათასი ბავშვი“ – განაცხადა მან. ერდოღანი ამბობს,რომ  თუ ისრაელი პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს, ის შემდგომ რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს დაადგამს თვალს. „თუ ისრაელი ასე გააგრძელებს, რამალის ოკუპაციის შემდეგ ის თვალს დაადგამს კიდევ სხვა ადგილს. დადგება რეგიონის სხვა ქვეყნების ჯერი – ლიბანის, სირიის, და ისინი დაადგამენ თვალს ჩვენს მიწას ევფრატსა და ტიგროსს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ხელისუფლებისა და პალესტინის…

მეტი...

თუშეთის გზაზე საწვავმზიდი გადავარდა-დაიღუპა მძღოლი

თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას  ერთი ადამიანის სიცოცხლერ ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდი გადავარდა- გარდაცვლილია მძღოლი. საწვავმზიდს კომპანია მაგთიკომის ანძისათვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის, სიმაღლიდან გადავარდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო  

მეტი...

ხაშური – ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-არიან დაშავებულები

ხაშური – ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო

მეტი...

ყირგიზეთმა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, „თალიბანის“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დეტალური განხილვისა და შეფასების შემდეგ. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისა და დიალოგის მხარდაჭერისკენ. ყირგიზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება თავად „თალიბანი“, კრემლში კი აცხადებენ, რომ ბიშკეკის ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდებიან.

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ორი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ორი ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 18 წლის ნინო პაპიძემ მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუმინელ ტუდორაჩს მოუგო და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს – მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი მიშინერ ალმა იქნება. ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს მძიმეწონოსანი საბა ქარდავა – გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე გერმანელი მორტაზა სუჰა იქნება. 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.  

მეტი...

ევროკავშირში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა

ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საკონსულტაციო კომპანია GMK Center-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირში განხორციელდა 2,87 მილიონი ტონა რუსული წარმომავლობის მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი. იმპორტის ძირითადი მოცულობა ნახევარფაბრიკატებზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველს ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს 1,71 მილიონი ტონა ლითონის ფილა, აქედან ყველაზე მეტი ბელგიამ, იტალიამ, დანიამ და ჩეხეთმა. იმპორტის მოცულობის დიდი ნაწილი რუსულ თუჯზე მოდის, რომელსაც ძირითადად იტალიასა და ლატვიაში ყიდულობენ.

მეტი...

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს. სოფელი პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელზე შეტევასაც რუსეთის ძალები აქტიურად აწარმოებენ. უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა საერთო განცხადება გაავრცელეს

  საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა, დებორა დიურინგმა, იურგენ ჰარდტმა, ულრიხ ლეხტემ და ნილს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს. როგორც ისინი ამბობენ, ქვეყნის კურსი თუ ასე გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი მხარს ვერ დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. „საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს…

მეტი...

„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების მიმართ სიძულვილის კამპანიაში”- პაპუაშვილი

„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში“ – ასე ეხმიანება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა გამოსავალი არ არის. „გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში. ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ “ამერიკული საბჭო”, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის…

მეტი...

საფრანგეთში მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტესტებენ

საფრანგეთში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. ულტრამემარცხენე პარტიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 130 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. კომპანია Elabe-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 74% მიიჩნევს, რომ მაკრონმა უგულებელყო არჩევნების შედეგები, ხოლო 55% თვლის, რომ მან მოიპარა არჩევნები.  

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება- მოქალაქეები შეკრებას იწყებენ

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება. ადამიანები, რომლებმაც ბილეთების ყიდვა მოახერხეს, ზუსტად 19:00 საათზე ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ლოკომოტივისკენ ერთიანი შემართებით გადაინაცვლებენ. რაც შეეხებათ ბილეთების გარეშე დარჩენილ გულშემატკივრებს, ისინი რესპუბლიკის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მნიშვნელოვან თამაშს დიდ ეკრანზე ერთად უყურებენ. დღეს, 7 სექტემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მეტი...

ზუგდიდში “გემო ფესტი” გაიმართება

ზუგდიდი 7-8 სექტემბერს “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “გემო ფესტში” მონაწილეობის მსურველები შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას.

მეტი...

„ტელეგრამი“ საფრთხეა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის”- უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ „ტელეგრამი“ საფრთხეა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „ტელეგრამი“ მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, „ტელეგრამი“ არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო. მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს ყველა „ტელეგრამ არხის“ „გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება – კეთილი, დარეგისტრირდი, რომ ყველას ესმოდეს, რომ ეს არხი არის…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის

მეტი...

“საოლქოს თავმჯდომარე დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან”- ანა წითლიძე

“560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძე ამბობს, რომ სიაში მყოფი ადამიანები არ არიან არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. “სიაში ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ისინი არიან “ქართული…

მეტი...

“ყველა აცნობიერებს, რომ მე ცუდი არაფერი ჩამიდენია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ნიუ იორკის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. „მანჰეტენის საოლქო პროკურორმა კუდიანებზე ნადირობა ჩემს წინააღმდეგ გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ არანაირი საქმე არ ყოფილა და მე ცუდი არაფერი ჩამიდენია. ეს არის კუდიანებზე ნადირობა. ეს არის ვაშინგტონში ჩემი პოლიტიკური ოპონენტების, ამხანაგი კამალა ჰარისის და მემარცხენე რადიკალი ოპონენტების თავდასხმა არჩევნებში ჩარევის მიზნით. სულ ეს არის. ეს საქმე არასდროს უნდა აღძრულიყო. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა შეერთებულ შტატებში, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენ ვიცით. ეს არის მესამე მსოფლიოს ბანანის რესპუბლიკის მოვლენა.…

მეტი...

ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა ენმ-ს წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევა მიმდინარეობს „ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც აღნიშნულ პოზიციებზე ირჩევენ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან. „რაც დღეს ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხდება მას არანაირი კავშირი არა აქვს დემოკრატიასთან, არც დემოკრატიული პრინციპებით არჩევნების ჩატარებასთან და ერთადერთი რაც შეიძლება ამას ვუწოდოთ, ეს არის „ ქართული ოცნების“ მიერ მოწოდებული ადამიანებით სიის დაკომპლექტება. შევეცადე ამის შესახებ მესაუბრა კომისიაზე და პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან არ მომცეს ამაზე საუბრის საშუალება. მათ არ…

მეტი...

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქარველის მეტოქე თურქი ბოლუკბასი იქნება. ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მეტი...

შუქრუთელების პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

11 სექტემბრიდან, შუქრუთელების პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ აქციის მონაწილეეებმა განაცხადა. ისინი ამბობენ, რომ კომპანია “ჯორჯია მანგანეზს” სამუშაოების გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან მოსთხოვენ. ცნობისთვის, “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ პროტესტი დაახლოებით 180 დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის ხუთმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 მოქალაქე კი შიმშილობს.

მეტი...

ჩინური ყვავილების საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი

კუნმინგის საერთაშორისო ფლორის აუქციონის სავაჭრო ცენტრი უმსხვილესია ჩინეთში, საიდანაც მსოფლიოს უდიდესი ბაზრები მარაგდება. აქ  ასობით ბროკერი სწრაფად წყვეტს, რა ჯიშის თუ კლასის ყვავილი შესთავაზოს საერთაშორისო ბაზარს. გარიგებები კი საშუალოდ ყოველ 4 წამში ერთხელ ხდება. ჩინეთის ბაზარზე ყოველი 10 ღერო მცენარიდან  შვიდი იუნანის ბაზრიდან მოდის. იუნანში აყვავებული ყვავილების ინდუსტრიის უკან თანამედროვე ინდუსტრიული ქსელი დგას, რომელიც აერთიანებს წარმოებას, გაყიდვებს და მომსახურებას. იუნანის პროვინციაში მდებარე ეს ყვავილების ბაზრობა ყვავილებით ვაჭრობის ერთადერთი ეროვნული დონის ბაზარია ჩინეთში, რომელიც  ყოველდღიურად ყიდის 1600-ზე მეტ ჯიშის ყვავილს 117 კატეგორიაში. გასულ წელს ბაზარმა გაყიდა 11 მილიარდზე მეტი ღერო ახლად…

მეტი...

“უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი უპირველეს ყოვლისა ეროვნული ინტერესის არჩევანია”- ჯორჯია მელონი

“უკრაინის მხარდაჭერის არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ინტერესის არჩევანია და ეს არ შეიცვლება”– ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იტალიის პრემიერი ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსმა აქტორებმა უნდა შეასრულონ როლი. „მჯერა, რომ ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსმა აქტორებმა უნდა შეასრულონ როლი ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად. ერთადერთი, რაც არ შეიძლება მოხდეს, არის ფიქრი იმაზე, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია უკრაინის ბედის ანაბარა მიტოვებით, რადგან ეს მშვიდობას ვერ მოიტანს. ეს მოიტანს ქაოსს, ომს ჩვენს სახლთან უფრო ახლოს და ამას მოჰყვება ბევრი ეკონომიკური…

მეტი...

უკრაინა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების, შესაძლო გადაცემას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. უწყება მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...