რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის სოფელი კალინოვო დაიკავეს. სოფელი პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, რომელზე შეტევასაც რუსეთის ძალები აქტიურად აწარმოებენ.
უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.