ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევა მიმდინარეობს „ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც აღნიშნულ პოზიციებზე ირჩევენ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან.
„რაც დღეს ოზურგეთის #60 -ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ხდება მას არანაირი კავშირი არა აქვს დემოკრატიასთან, არც დემოკრატიული პრინციპებით არჩევნების ჩატარებასთან და ერთადერთი რაც შეიძლება ამას ვუწოდოთ, ეს არის „ ქართული ოცნების“ მიერ მოწოდებული ადამიანებით სიის დაკომპლექტება. შევეცადე ამის შესახებ მესაუბრა კომისიაზე და პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან არ მომცეს ამაზე საუბრის საშუალება. მათ არ უნდათ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“- განაცხადა დავით მჟავანაძემ.