ჩინური ყვავილების საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი

კუნმინგის საერთაშორისო ფლორის აუქციონის სავაჭრო ცენტრი უმსხვილესია ჩინეთში, საიდანაც მსოფლიოს უდიდესი ბაზრები მარაგდება.

აქ  ასობით ბროკერი სწრაფად წყვეტს, რა ჯიშის თუ კლასის ყვავილი შესთავაზოს საერთაშორისო ბაზარს. გარიგებები კი საშუალოდ ყოველ 4 წამში ერთხელ ხდება.

ჩინეთის ბაზარზე ყოველი 10 ღერო მცენარიდან  შვიდი იუნანის ბაზრიდან მოდის.

იუნანში აყვავებული ყვავილების ინდუსტრიის უკან თანამედროვე ინდუსტრიული ქსელი დგას, რომელიც აერთიანებს წარმოებას, გაყიდვებს და მომსახურებას.

იუნანის პროვინციაში მდებარე ეს ყვავილების ბაზრობა ყვავილებით ვაჭრობის ერთადერთი ეროვნული დონის ბაზარია ჩინეთში, რომელიც  ყოველდღიურად ყიდის 1600-ზე მეტ ჯიშის ყვავილს 117 კატეგორიაში. გასულ წელს ბაზარმა გაყიდა 11 მილიარდზე მეტი ღერო ახლად მოჭრილი ყვავილი, რომლის ბრუნვამ თითქმის 12,15 მილიარდი იუანი (1,76 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

ბაზარში განთავსებულია 2200-ზე მეტი ყვავილების გამყიდველი 46 ლოჯისტიკური ფირმა, რომლებიც თანამშრომლობს 80 000-ზე მეტ ყვავილების მწარმოებელთან, თითქმის 12000 კოოპერატივთან, 10 000-ზე მეტ ყვავილების აგენტთან და 350.000 ყვავილების საბითუმო ბაზართან.

900 ადგილიანი სავაჭრო დარბაზი ყოველთვის სავსეა ყვავილების აგენტებით და ტრანზაქცია ხდება საშუალოდ ყოველ ოთხ წამში ერთხელ.

 

მსგავსი თემები