ჰააგის პროკურორის თქმით, მონღოლეთს ორდერის უგულვებელყოფისთვის განმარტების გაკეთება მოუწევს

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მონღოლეთს მოუწევს განმარტების გაკეთება, თუ რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და რატომ არ დააკავა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სამშაბათს მონღოლეთში ვიზიტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის მოქმედი ორდერი არსებობს. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი სასამართლოს დონეზე მიმდინარეობს და ეს საკითხი ახლა მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება. კარიმ ხანის განცხადებით, მას სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი “იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან… არაფერია მუდმივი. ცხოვრება გარდამავალია. და ყველა პოლიტიკური ცხოვრება მარცხით მთავრდება”. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

,,მადლობელი დავრჩებით, თუ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს” – ჯონ კირბი

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს 5 ნოემბრის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი არჩევნების შესახებ საუბარი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არც ერთს და არც მეორე მხარეს. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ამერიკული მხარე „მადლობელი დარჩება“, თუ პუტინი „ შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს“. ჯონ კირბის კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიერ 5…

მეტი...

„ახალი შანსია, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“ – ხვალ საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს. გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არის შანსი მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გაახარონ. „თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – წერს ქოჩორაშვილი.

მეტი...

სამხრეთ კორეამ და გერმანიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ და გერმანიამ ყვითელ ზღვაში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის დროსაც გერმანული სამხედრო გემი კორეულ პორტ ინჩხონს ეწვია. ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. სწავლების მიზანს საზღვაო მანევრები და სანავიგაციო მონაცემების ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა. გარდა ამისა, გერმანული სამხედრო ფრეგატი Baden-Wurttemberg, რომელიც წვრთნებში მონაწილეობდა, კორეის ნახევარკუნძულთან გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების აღსრულების პროცესს აკვირდებოდა.

მეტი...

ჯო ბაიდენის შვილმა, გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა

ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა. მას ბრალად გადასახადების გადაუხდელობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა ედება. ბრალის აღიარებით, ჰანტერ ბაიდენი სასამართლო პროცესს თავიდან აიცილებს. საქმეზე განაჩენი კი, 16 დეკემბერს გახდება ცნობილი.

მეტი...

ერთი წლის განმავლობაში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7193 სამართალდარღვევა გამოვლინდა

2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა – 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში.ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის,…

მეტი...

ქირურგმა პაციენტის მუცლიდან უჩვეულო ნივთები ამოიღო

ინდოეთში ქირურგმა პაციენტის მუცლიდან გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო. უცხოური მედიის ცნობით, პაციენტი 20 წლამდე მამაკაცია, მისი ვინაობა ანონიმურია. როგორც „ნიუ-იორკ პოსტი” წერს, პაციენტის დედამ შეამჩნია, რომ დროთა განმავლობაში სახლიდან ნივთები ქრებოდა, ამიტომ შვილს ჰკითხა მან ხომ არ იცოდა რამე ამის შესახებ. შვილმა კი უპასუხა, რომ ისინი თავად გადაყლაპა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტის მუცლიდან ექიმმა გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო. სამედიცინო სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პაციენტს, შესაძლოა, იშვიათი დაავადება პიკა ჰქონდეს, რომელსაც უვარგისი ნივთიერებების ჭამა ახასიათებს.

მეტი...

კანადა უკრაინას NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს 2025 წლისთვის გადასცემს

კანადის მთავრობამ უკრაინისთვის 2025 წლის დასაწყისში NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კანადა აშშ-ის შეკვეთას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს მიუერთდა. დაგეგმილია 10 კომპლექსის წარმოება და შემდეგ მათი უკრაინისთვის გადაცემა. საშუალო მანძილზე მოქმედი NASAMS-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას კომპანია Raytheon-ი დაამზადებს.

მეტი...

იზოლატორში ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა, პროცესს ესწრება ეძგვერაძის ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ დეპუტატზე იძალადეს და სხეულზე დაზიანებები აქვს. ,,გუშინ შემოვიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შსს-ს იზოლატორიდან შეტყობინება ირაკლი ეძგვერაძის დაზიანებით შესახლების თაობაზე. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გუშინვე შევხვდი ხსენებულ პიროვნებას, თუმცა მან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებაზე განაცხადა უარი, დღეს უკვე ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად შევხდები, მივიღებთ მისგან ინფორმაციას, რომელსაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს ჩვენი სამსახური”, – თქვა გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ეძგვერაძე 3 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით…

მეტი...

დღეს პარალიმპიადაზე ინა ქალდანი და გიორგი ქალდანი იასპარეზებენ

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (72 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი კელი ვიქტორიო იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 12:25 საათზე დაიწყება. მედლისთვის ბრძოლაში ასევე პარა ძიუდოში ჩაერთვება გიორგი ქალდანი. მისი მეტოქე, ამ დროისთვის, უცნობია. პირველ შეხვედრას ქალდანი 12:55 საათზე ჩაატარებს. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს, რაც ამ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლებს ლადო ჭინჭარაული და ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

მეტი...

,,ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – დღეს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება. „6 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჩალაძე გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, გიორგი ჩალაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტების არხის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი გამოგვაკლდა. ყველასთვის უძვირფასესი, სიკეთის მატარებელი, ყველას გვერდში მდგომი ახალგაზრდა გიორგი ჩალაძე. ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

კენიაში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა

ცენტრალურ კენიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 მოსწავლე ემსხვერპლა. 10-ზე მეტი ადამიანი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის სპიკერის რესილა ონიანგოს განცხადებით, Hillside Endarasha Primary-ში ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტმა უილიამ რუტომ ხანძარს საშინელი და დამანგრეველი უწოდა და გამოძიების ბრძანება გასცა. ,,პასუხისმგებლები პასუხს აგებენ”, – წერს ბ-ნი რუტო X პლატფორმაზე.

მეტი...

ზესტაფონში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა – ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ზესტაფონში, წლინახევრის ბავშვი ცრუკრუპით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის მშობლები ავრცელებენ. ოჯახი პედიატრებს გულგრილობაში ადანაშაულებს. „ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ. გაუფრთხილდით შვილებს. ნუ გაჩუმდებით ხალხო, სხვასაც დაღუპავენ, როგორც მე… ამ პედიატრების დაჭერა რომ მინდოდეს, ექსპერტიზას გავაკეთებდი და დავიჭერდი, მაგრამ არ მინდა, უბრალოდ მინდა, ლიცენზია ჩამოერთვას ექიმებს, რომ აღარ იმუშაონ და სხვაც არ დაღუპონ… ანალიზის პასუხები იმიტომ მიდევს, რომ დამტკიცდეს, ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი, არანაირი ვირუსი არ ჰქონია“, – წერს სოციალურ ქსელში დაღუპული ბავშვის მშობელი.

მეტი...

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს და რუს სამოქალაქო პირს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადების გამო, ბრალი წაუყენა. შესწორებულ საბრალდებო დასკვნაში იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერ დანაყოფმა ,,მასშტაბური კიბეროპერაციები” ჩაატარა, ჯერ კიდევ 2020 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ, სავარაუდოდ, უკრაინის გარდა NATO-ს სულ მცირე 26 ქვეყნის სისტემა ამოიღეს მიზანში. თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ივნისში წარადგინეს აშშ-ის მერილენდის ოლქის სასამართლოში, მხოლოდ ერთი ბრალდებულის სახელი იყო დასახელებული: ამინ სტიგალი, მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად.…

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც უზრუნველყოფილი იქნება162 მილიონი ფუნტი სტერლინგის (213 მილიონი დოლარი). LMM ტიპის რაკეტების პირველი პარტია მოსალოდნელია რომ უკრაინაში ჩავა მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია. საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გამოაცხადებს ,,რამშტაინის” შეხვედრაზე. თავდაცვის მინისტრი უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას და მოუწოდებს მოკავშირეებს გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდება.

მეტი...

მიშელ ბარნიემ თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და პრემიერის რანგში ფრანგ ხალხს პირველად მიმართა

საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, მიშელ ბარნიემ, თანამდებობა ოფიციალურად გადაიბარა და ფრანგ ხალხს, პრემიერის რანგში, პირველად მიმართა. მან განაცხადა, რომ მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში პარლამენტის წინაშე ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს წარადგენს. ,,ჩვენ რთულ მომენტში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ფურცელი, ეს პერიოდი სასარგებლო იყოს ფრანგებისა და საფრანგეთისთვის. ახლა პრემიერისგან სიმართლის თქმას ელოდებიან, თუნდაც ის რთული იყოს. უპირველესად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა ვილაპარაკოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იმუშავებს”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად მიშელ ბარნიე 5 სექტემბერს დაასახელა. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ელისეის სასახლემ თქვა,…

მეტი...

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაცია საქართველოში

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს გრემანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საელჩოს ცნობით, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: დებორა დიურინგი (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD). დელეგაცია თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა. ,,ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, ჩავატაროთ კამპანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სოლიდარობა გამოუვუცხადოთ სამოქალაქო საზოგადოებას”, – წერდა დებორა დიურინგი X-ზე.

მეტი...

დუმის დეპუტატმა ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა

დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა. მისი თქმით, რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც. ,,აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ყველა საკითხი ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას აქვს უფლება და არა ლიდერებს, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, თუ ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება, თუ ხალხი რუსეთთან მიერთების სურვილს გამოხატავს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების…

მეტი...

,,მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია” – სენატორი შაჰინი

,,მათ ,,ქართულ ოცნებას” უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია”, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,შემაშფოთებელია დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება. ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს საქართველო დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი”, – განაცხადა შაჰინმა.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, თამარაშვილის გამზირზე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში, თამარაშვილის გამზირზე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა. ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მანქანებს საავტომობილო გზაზე გადაადგილება უჭირთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეტი...