ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს. ცნობისთვის, გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება.  

მეტი...

“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად მღეროდნენ “ჟუჟუნა წვიმა”-ს”- ირმა ინაშვილი

“ნაცმოძრაობა არ გაასამართლოთო და ახლა აღარ ვემორჩილებით დასავლეთის აზრსო. ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, რა გითხრათ… ყოჩაღ, თქვენ!”- წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი სოციალურ ქსელში და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ინაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას 12 წელი ჰქონდა, რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა. “მთელი 12 წელი ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, რომ გაესამართლებინა “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ “ჟუჟუნა წვიმა”-ს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცხადებდნენ და მიზანმიმართულად უქმნიდნენ გაძლიერების პირობებს!ახლა, 2024 წლის არჩევნების წინ გვესმის, რომ თურმე, “ქართულმა ოცნებამ” უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს…

მეტი...

საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

4–16 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 671,15 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 78 606,76 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 818,6 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო, 3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა…

მეტი...

აშშ-ის სენატორი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

აშშ-ის სენატორი კარდინი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. მისივე განცხადებით, მსაგვასი კანონები დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს. “საქართველოს მმართველმა პარტიამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ უფლებების შეზღუდვას, ეს პაკეტი შეკრების თავისუფლების უფლებას დაარღვევს. მსგავსი კანონის მიღება დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს” – წერს კარდინი X-ზე.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ ახლა ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ მიდის“- თეონა აქუბარდია

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დააინიცირა, გააკეთა მოქმედი კონსტიტუციის წინააღმდეგ, რადგან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური წინაპირობები ყველასთვის არსებობდა, მაშინ როდესაც დაიწყეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა, კარვებზე კანონი შემოიტანეს, ვითომ გადატრიალების შიშით, ახლა მიდიან ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ“– ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდია ამბობს, რომ მმართველი პარტიის ინტერესი ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვაა. „მთავარი ინტერესია ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბავშვთა უფლებები, რის საფარქვეშაც ეს კანონმდებლობა წარადგინეს, არის მძიმე მდგომარეობაში. ეს არა ბავშვთა უფლებების დაცვას, არამედ ავტორიტარულ მეთოდებს ემსახურება, რაც რუსეთში რუსული კანონის მიღების…

მეტი...

“საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება პარტიაში”- წითლიძე ხატია დეკანოიძეზე

“საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი”- წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ყოფილ თანაპარტიელს მიმართავს – რა შეიცვალა ახლა? წითლიძე ასევე წერს, რომ დეკანოიძის შესახებ სიმართლის თქმას ვერავინ დაუშლის. „Khatia Dekanoidze – რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ “ოლიგარქები” არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი…

მეტი...

ისრაელმა 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ღამით, ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამხედროებმა ექვსი მძევლის, ალექს დანსიგის, იაგევ ბუჩშტავის, ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლეველისა და ავრამ მუნდერის ცხედრები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა დაღუპული მძევლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადეს.

მეტი...

ჩიკაგოში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტთა ჯგუფმა უსაფრთხოების ჯებირი გაარღვია იმ შენობასთან, სადაც დემოკრატების ყრილობა იმართება. პოლიციამ ადგილზე წესრიგი მალევე აღადგინა. აქციის მონაწილეები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერას აპროტესტებენ და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ.  

მეტი...

ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მიმართულებით 55-მდე რაკეტა გაისროლეს

ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით დღეს დილით 55-მდე რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დღეს დილით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა, პირველი შეტევის დროს 40-მდე რაკეტა ისროლეს, ცოტა ხნის შემდეგ კი, კიდევ 15. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ათობით რაკეტა ორ სამხედრო ბაზას ესროლა, რაც გუშინ ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმაზე პასუხი იყო.    

მეტი...

„განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“- ბათუმში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება. „ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტრო ტექნიკა. დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის…

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის 19 ადამიანი დააკავეს

შსს-ს თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

მეტი...

პოლიციამ ქობულეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, 1994 წელს დაბადებული ს.ტ. იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით…

მეტი...

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ნიუ იორკის ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ყოფილმა ნიუ იორკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა. „ბიბისი“ წერს, რომ სანტოსის აღიარებული ბრალდებებისთვის სასჯელი შესაძლოა, ექვსიდან რვა წლამდე იყოს. „მე ღრმად ვწუხვარ ჩემი ქცევის და მის მიერ გამოწვეული ზიანის გამო და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე“, – თქვა სანტოსმა სასამართლოში. სანტოსს 23 ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის საბანკო გადარიცხვის თაღლითობა, ფულის გათეთრება და საარჩევნო კამპანიის თანხების არამიზნობრივ გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი რესპუბლიკელი კონფრესმენი საპროცესო შეთანხმება დადებს, მაშინ მას მოუწევს გადაიხადოს სულ მცირე 374 000 დოლარის კომპენსაცია. ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების…

მეტი...

სერგეი ლავროვი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს. როგორც სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა, კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია. „ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, მას შემდეგ რაც კურსკის ოლქზე თავდასხმა, უფრო სწორად კი კურსკის ოლქში შეჭრა დაიწყო, მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია. პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ უდავოდ მივცემთ ამ სიტუაციას შეფასებას მოგვიანებით“, – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

მასკის თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობისთვის მზადაა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის მის ადმინისტრაციაში მუშაობისთვის მზადაა. ტელეკომპანია CNN-მა მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპს სურს, რომ ილონ მასკი მის ადმინისტრაციას შეუერთდეს. ივლისში ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მასკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი მას საარჩევნო ბრძოლაში.

მეტი...

,,არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაპირველად მან ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა უკრაინისა და ნატო-ს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე. „არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა. სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენი შეეხო ისრაელსა და ღაზას შორის ომსაც. მისი თქმით, დაუღალავად მუშაობს, რათა მის მიერ ახლო აღმოსავლეთისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მიღებული იყოს ყველა მხარის მიერ, კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების…

მეტი...

გერმანული სამხედრო გემები ტაივანის სრუტეში ტრანზიტს გეგმავენ

ტაივანის სრუტეში სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური ჩინეთი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაა. „ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა. ტაივანის სრუტის მშვიდობიანი და სტაბილური შენარჩუნების გასაღები მდგომარეობს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მტკიცე წინააღმდეგობაში. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შელახვის მცდელობებს ნაოსნობის თავისუფლების სახელით“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ორი გერმანული სამხედრო გემი ტაივანის სრუტეში ტრანზიტს სექტემბერში გეგმავს.  

მეტი...

„სულ იღიმოდი… მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა. ,,გურია ნიუსის” ცნობით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდა. „თოკო, დაუჯერებელია შენი წასვლა. უფალმა ნათელში გამყოფოს“; „სულ იღიმოდი, მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში… მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის, უბნის, გვარის, მეგობრების“, – წერენ ახლობლები.

მეტი...

საქართველო-რუსეთის საზღვართან ახალგაზრდა კაცი დაიკარგა

1 კვირაა ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს. რომან ძირკველიშვილი 13 აგვისტოს მერე აღარ გამოჩენილა. ახლობლების ცნობით, ბოლოს ის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11

მეტი...

პოლონეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონები დაიტბორა. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ოსტრუვ ვილკოპოლსკიშია, სადაც საცხოვრებელი სახლები და გზებია დატბორილი. ქალაქ ვტურეკში, წყალდიდობის გამო, საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქ იაროცინში კი მერიის შენობაა დატბორილი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

მეტი...

საფრანგეთიში ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო 3000 ადამიანი ევაკუირებულია. ხანძარი ზღვისპირა ქალაქ კანე-ან-რუსიონის რაიონში გაჩნდა. ქარის შედეგად ტერიტორიაზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე დაახლოებით, 100 მეხანძრე და 27 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მუშაობს.  

მეტი...

ბაღდათში გარდაცვლილ ორ ახალგაზრდას გლოვობენ

„გარდაიცვალა ორი ბაღდათელი ახალგაზრდა, ოთარ მაღლაკელიძე და გია ყიფიანი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – ვკითხულობთ „ინფო ბაღდათის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც მათი ახლობლები ამბობენ, ბიჭები ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. „გია ჩემი მოსწავლე იყო, მშვიდი, თავდაჭერილი, ზრდილობიანი. ძალიან მტკივა და უზომოდ ვწუხვარ. როგორ მენანება ასეთი ახალგაზრდა. „რა პატარები მახსოვხართ, ნათელი თქვენს სულებს… არ მჯერა, ასეთი პატარები რატო, ღმერთო, რატო“, – წერენ კომენტარებში.

მეტი...

,,ვაკონტროლებთ რუსეთის ტერიტორიის 1250 კვ.კმ-ზე მეტს და 92 დასახლებას” – ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ის ქვეყნის მოკავშირეებს მოუწოდებს, დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დასაშვები გახადონ. „რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ბელარუსი ტურისტი, სავარაუდოდ, გააუპატიურა. შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მოხდა. AJARATIMES.GE წერს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო. გამოცემის ცნობით, ბრადებული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელია. ახლა მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ჩინეთის პრემიერი რუსეთსა და ბელარუსიში ჩადის

რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, დღეს ჩინეთის  პრემიერ მინისტრი ლი ციანი რუსეთში ჩადის. რუსეთიდან კი ბელარუსში გადაინაცვლებს, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  წელს  ჩინეთ-რუსეთის დიპლომატიური კავშირების 75 წლის იუბილე აღინიშნება. „ორი პრეზიდენტის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა დაძლია საგარეო არეულობა და შეინარჩუნა ჯანსაღი და სტაბილური ზრდა. ჩინეთისა და რუსეთის მთავრობის მეთაურებს შორის რეგულარული შეხვედრა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი ორი პრეზიდენტის საერთო ურთიერთგაგების მიღწევისა და პრაქტიკული თანამშრომლობისა და ხალხთა შორის  კულტურული გაცვლის კოორდინირებული გზით. შეხვედრა ყოველწლიურად იმართება 1996 წელს დაარსების დღიდან. რუსეთში ვიზიტის დროს პრემიერ ლი ჩიანი…

მეტი...