გერმანული სამხედრო გემები ტაივანის სრუტეში ტრანზიტს გეგმავენ

ტაივანის სრუტეში სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური ჩინეთი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაა.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა. ტაივანის სრუტის მშვიდობიანი და სტაბილური შენარჩუნების გასაღები მდგომარეობს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მტკიცე წინააღმდეგობაში. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შელახვის მცდელობებს ნაოსნობის თავისუფლების სახელით“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ორი გერმანული სამხედრო გემი ტაივანის სრუტეში ტრანზიტს სექტემბერში გეგმავს.

 

მსგავსი თემები