„ისრაელის სამხედრო ავიაციამ დევნილთა ბანაკში საცხოვრებელი სახლები დაბომბა“- „ალ ჯაზირა“

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“  ავრცელებს. ამავე ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის ყველაზე დიდ, ჯაბალიას დევნილთა ბანაკში საცხოვრებელი სახლები დაბომბა, რასაც, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის წევრები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლებს რამდენიმე რაკეტა მოხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბომბვამდე წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. „ალ ჯაზირა“ წერს, რომ ბევრი ადამიანი ამ დრომდე ნანგრვების ქვეშ არის მოყოლილი.  

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში” – ინფექციონისტი ვირუსთან დაკავშირებით

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ ადამიანებში. ინფექციონისტის განმარტებით, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა. „გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე „მაიმუნის ყვავილის“ სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ. ამჟამად „მაიმუნის ყვავილი“ აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და…

მეტი...

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. სახელმწიფო მდივანი, დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“ – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ისრაელსა და „ჰამასს“ ე.წ. დამაკავშირებელი წინადადება წარუდგინეს, რათა „დარჩენილი განსხვავებები კიდევ უფრო შემცირდეს, რომ შეთანხმების სწრაფი განხორციელება მოხდეს“. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოჰაში, ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები „სერიოზული…

მეტი...