რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები აიღეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები, ჟელანოე და ორლოვკა დაიკავეს. სადამკვირვებლო პროექტის, „დიფ სთეითის“ მონაცემებით ,რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ნიუ-იორკის, ნიკოლაევკის, ჟურავკის და კრასნოგოროვკის მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ  რუსეთის არმიას აქვს მცირე წინსვლა პოკროვკსი მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ფრონტის ხაზზე 153 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მეტი...

„ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა“- ლაშა გურული მიმართვას ავრცელებს

“არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ“- წერს მოკრივე, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული სოციალურ ქსელში. გურულის თქმით, გულშემატკივრების მხრიდან ეს ემოცია ჩემპიონობაზე უფრო მეტია. “არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა ! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ.  მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს ! ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი“- წერს ლაშა გურული.  

მეტი...

„რუსული გაზსადენის აფეთქების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა“- „უოლ სთრით ჯორნალი“

გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა. სტატიის ავტორები წერენ, რომ რუსულ გაზსადენებზე აფეთქებების მოწყობის იდეა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს და ბიზნესმენს ჯერ კიდევ 2022 წელს გაუჩნდა. გეგმის რეალიზაცია 300 000 დოლარი ჯდებოდა. როგორც ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, ოპერაციას კურირებდა გენერალი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური დავალებების შესრულების გამოცდილება. მისი ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.  

მეტი...

„აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს“ – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ-ის ბირთვული არსენალის თვალსაზრისით შესაძლოა ჩინეთმა გადაუსწროს, ოფიციალური ჩინეთი ეხმიანება. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს. „აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს. ჩინეთი მიჰყვება ბირთვული იარაღის „პირველი არ გამოყენების“ პოლიტიკას და ბირთვულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია თავდაცვაზე. ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს თავის ბირთვულ ძალას მინიმალურ დონეზე, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს და არასოდეს ერთვება იარაღების რბოლაში ვინმესთან“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.  

მეტი...

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე ამოქმედდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაავრცელა. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგოროდის ოლქში რეაგირების ფედერალური დონე იმოქმედებს. ეს არის საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე.  

მეტი...

უკრაინამ კურსკში 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ. უკრაინამ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.    

მეტი...

ატომურ წყალქვეშა ნავების თანამშრომლობაზე ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ავსტრალიის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლსის განაცხადებით, ავსტრალიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს სამ ქვეყანას, გაცვალონ ბირთვული დაკავშირებული მასალა და ინფორმაცია. აღნიშნულ შეთანხმებას ოფიციალური ჩინეთი პასუხობს და  აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმება ამძაფრებს შეიარაღებულ ბრძოლას და  ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმს. „ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ თანამშრომლობა ზიანს აყენებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ შექმნეს AUKUS (სამმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობა ავსტრალიას, გაერთიანებულ სამეფოს და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს „თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი…

მეტი...

კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ მიქაუტაძის ტრანსფერის გამო უჩივის

გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ უჩივის.  ინფორმაციას Lequipe-ი ავრცელებს. კლუბებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს პირველ აგვისტოს, რომლის მიხედვითაც, ლიონის „ოლიმპიკი“ გარიგების თანხის პირველ ნაწილს, 8 მილიონი ევროს „მეცს“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხდიდა. საბოლოოდ, ასე არ მოხდა – ლიონის „ოლიმპიკმა“ ამ ეტაპზე „მეცს“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადაურიცხა. ეს თანხაც გიორგის ყოფილმა კლუბმა დაგვიანებით, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი, მთლიანობაში, 18.5 მილიონი ევროა. ამას დაემატება ბონუსი ქართველი ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან.  

მეტი...

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.  

მეტი...

“თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.  

მეტი...

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციების შედეგად, „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში, საჰაერო იერიშების შედეგად, 20-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა.  

მეტი...

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა. ამავე ცნობით, იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. „მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვის პროცესში იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ქართული ექსპედიცია იორდანიაში ბოლო წლების მანძილზე ვეღარ საქმიანობდა; მანამდე, ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა; მოგვიანებით გარკვეული მიზეზების, მათ…

მეტი...

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. მათივე ცნობით, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი…

მეტი...

“ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე”- გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ რუსეთს მოუწოდა, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ამის შესახებ, მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ – გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ – განაცხადა ფრანჩესკა გატიმ. მისი განმარტებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ოთხი სამხედრო აეროდრომი დაბომბა

 უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს.  ამავე ცნობით, უკრაინელების სამიზნე საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი იყო. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აეროდრომებზე არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავებია ბაზირებული. „14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“ – ნათქვამია გენშტაბის…

მეტი...

კენიაში, ტყეში ნაპოვნი 429 ცხედრის ისტორიას იკვლევენ

კენიელი კულტის ლიდერი, რომელიც, სამოთხეში მოსახვედრად, მომხრეებს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თვითგამოცხადებული პასტორი, პოლ მაკენზი, კიდევ 94 ეჭვმიტანილთან ერთად, სასამართლოს წინაშე დღეს წარდგა. მაკენზი 2023 წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტყეში დამარხული 429 ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაც შიმშილისა და ძალადობის კვალი ეტყობოდათ. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც იყვნენ. ბრალდების მხარის თქმით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, სასამართლოს ჩვენებას 400-ზე მეტი ადამიანი მისცემს. კენიაში მსგავსი შემთხვევის პრეცედენტი არ არსებობს და მასობრივ თვითმკვლელობაში დამნაშავეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. არსებული ინფორმაციით, პოლ მაკენზითავის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ სამოთხეში უფრო სწრაფად მოხვდებოდნენ, თუ შიმშილით თავს მოიკლავდნენ.…

მეტი...

,,დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან მაღაზიაში და არ დაბრუნებულა” – თბილისში ბავშვს ეძებენ

რამდენიმე საათია თბილისში, დაარგულ ბავშვს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ბიჭი ვარკეთილში, დილის 8 საათზე სახლიდან მაღაზიაში გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს. ,,ვარკეთილი 3-იდან, დილის 8 საათზე გავიდა სახლიდან მაღაზიაში და არ დაბრუნებულა, სავარაუდოდ სადაც ვიფიქრეთ რომ წავიდოდა იქ არ ჩანს, აცვია ეს მაისური და გრძელი შორტი, თუ ვინმემ შეამჩნიოთ სადმე იქნებ დაგვიკავშირდეთ. 595394027 (დედა), 555788886 (ძმა). მადლობა ყურადღებისთვის, თუ რამეს გავიგებთ განვაახლებ პოსტს აუცილებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება. სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფიზიკური – 212; ფსიქოლოგიური – 187; სექსუალური – 79; უგულებელყოფა – 140; იძულება – 8; ეკონომიკური ძალადობა – 5; ადრეული ქორწინება – 112; შრომითი ექსპლუატაცია – 0; ბულინგი/კიბერბულინგი – 12; სხვა – 202. გასული წლების ძალადობაზე შესული შეტყობინებების სტატისტიკა კი ასეთია: 2020 წელი 1818 შემთხვევა 2021 წელი 1904 შემთხვევა 2022 წელი 4131 შემთხვევა 2023 წელი 1564 შემთხვევა

მეტი...

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

კურსკის ოლქში შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მოსახლეობისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა ,,მედუზა” ავრცელებს. როგორც ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, ევაკუაციის კოორდინაციას ძალოვანები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის ცენტრ „პატრიოტის“ წარმომადგენლები განახორციელებენ.

მეტი...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ,,მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი ავრცელებს. გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა. კონგოს გარდა, ,,მაიმუნის ყვავილის” შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში, 27 წლის ქართველი ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. შემთხვევა, გუშინ დილით სან ფერნანდოში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 6 სუნამოს შეკვრა და ტანსაცმელი, რომელსაც ის ხელჩანთაში ინახავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველს კრიმინალური ​​​​ისტორია აქვს, თუმცა, დეტალები უცნობია.

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ აეროდრომს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოთხშაბათს ღამით ერთდროულად რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. „14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. გენერალური შტაბის ცნობით, აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები. „მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, –…

მეტი...

ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მარცანის რაიონში მოხდა, სადაც, 21 წლის ახალგაზრდამ ხალხს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მეტი...