“რუსეთის მუდმივი თავდასხმა სამართლიან პასუხს იმსახურებს”- ზელენსკი

“კურსკის რეგიონიდან უკრაინაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმა სამართლიან პასუხს იმსახურებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის დასაწყისიდან უკრაინის სუმის რეგიონი თითქმის 2 000-ჯერ დაიბომბა. „ჩრდილოეთკორეულმა ერთ-ერთმა რაკეტამ, სამწუხაროდ, კიევის რეგიონში ორი ადამიანი მოკლა – მამა და შვილი. ბიჭი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ მეგობრებს და ოჯახს. დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ჩვენმა ექსპერტებმა ზუსტად დაადგინეს, რა ტიპის რაკეტა იყო ეს და ზუსტად ვიცით, რუსეთის ტერიტორიის რომელი რეგიონიდან განხორციელდა გაშვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და კირ სტარმერი ირანს მიმართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სამი ქვეყნის ლიდერი  ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ არ შეუქმნან საფრთხე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. „ჩვენ: საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, მივესალმებით კატარში, ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით. ვთანხმდებით, რომ შემდგომი შეფერხება არ შეიძლება. ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და არ დავიშურებთ ძალისხმევას დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად“- აღნიშნულია ერთობლივ…

მეტი...

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა

სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, მძღოლი. მათი მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურზე შევარდა, შემდგ კი ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

აშშ ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავს, „ჯორჯიას“ აგზავნის

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავს, „ჯორჯიას“ აგზავნის. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ თავის ისრაელელ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა რეგიონში ვითარების დაძაბვის გამო აშშ ისრაელის დასაცავად პოზიციებს გააძლიერებს. ამ მიზნით ლოიდ ოსტინმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც აღჭურვილია „ეფ-35C“-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავებით და ასევე რეგიონში გაიგზავნოს მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“. როგორც აშშ-ში განაცხადეს, ვაშინგტონი ყველა ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმისგან.  

მეტი...

დევნილთათვის მინიჭებული ქულების შესახებ მინისტრი ბრიფინგს გამართავს

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სამინისტროში ბრიფინგს გამართავს. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრი ბინების მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების გამოქვეყნების შესახებ ისაუბრებს. ბრიფინგი დღეს, 12 აგვისტოს,14:00 საათზეა ჩანიშნული.    

მეტი...

„ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი“- პრემიერი მელიაზე თავდასხმის შესახებ

“საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულდ მმართველი ძალისთვის”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვას, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“- განაცხადა პრემიერმა.    

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს“- კობახიძე

„აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი. „საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ რეალურად ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთ,ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა”- პრემიერი

“ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს. „ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატებს არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს“ – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა”- კობახიძე

„დღეს აღვნიშნავთ ჩვენ დიდგორობას და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ  სააკაშვილის რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე, თავისი არსით, დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან. „ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ 16 წლის თავზე შენ ცდილობ რაღაც ცვლილებები შეიტანო იმ მოცემულობაში, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული. სხვანაირად ეს ვერ აიხსნება, როდესაც შენ თვითონ 8 აგვისტოს იხსენებდი ომის დაწყების თარიღს, როდესაც შენ თვითონ იხსენებდი კონკრეტულ თარიღთან მიმართებით სხვადასხვა ფაქტს…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი. „ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან  არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ…

მეტი...

„საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან”- პრემიერი

„საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ  ქართული მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან. „მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა, საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ამისათვის პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე,…

მეტი...

„თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს გადასცემენ“- რა თანხებს მიიღებენ სხვა მედალოსნები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა. კახა კალაძის განცხადებით, თითეული თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს მიიღებს. ფულადი საჩუქარი გადაეცემათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს. “თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს წამახალისებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რაც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს. ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პატარა ქვეყანას ამდენი…

მეტი...

ჩინეთი კურსკის ოლქში შექმნილ ვითარება ეხმაურება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მხარეებს საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და ნათელია. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან დეესკალაციის სამი პრინციპი – არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციის შენარჩუნებას საერთაშორისო საზოგდოებასთან, რათა ვითამაშოთ კონსტრუქციული როლი კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.   „ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს”- ბელგოგრადის ოლქში ევაკუაცია გამოცხადდა

მეტი...

ოზურგეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი  დაიღუპა. გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.  

მეტი...

„ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს”- ბელგოგრადის ოლქში ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს ინფორმაციას. გლადკოვის თქმით, ევაკუაციის მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კრასნოიარუჟთან აქტიური მოქმედებებია. „ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს: მტერი აქტიურობს კრასნოიარუჟის საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ყველაფერს გაააკეთებენ, რომ საფრთხეს გაუმკლავდნენ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ვიწყებთ ადამიანების გაყვანას, რომლებიც კრასნოიარუჟის რაიონში ცხოვრობენ“– ამბობს გუბერნატორი ვიდეომიმართვაში.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ,,საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები: – ლაშა ტალახაძე,…

მეტი...

ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს: ,,ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი (+306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს. აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია –…

მეტი...

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა. საქართველომ გამოსვლა 7 მედლით (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) დაასრულა და მედლების ჩათვლაში საპატიო, 24-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაზე სულ 206 ქვეყანა მონაწილეობდა. მედლების ჩათვლა ამერიკამ მოიგო, ჩინეთს ვერცხლის მედლების რაოდენობით აჯობა, რადგან ორივემ 40-40 ოქრო მოიპოვეს. მასპინძელი საფრანგეთი მეხუთე ადგილზე გავიდა. ჯამში ოქროს მედალი 63 ქვეყნის აქტივშია, ხოლო მინიმუმ ერთი მედალი, ნებისმიერი ხარისხის, 91-მა ქვეყანამ მოიპოვა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა კიდევ ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძალოსანი ლაშა ტალახაძე. მან ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა. პირველი ადგილი დაიკავა და…

მეტი...

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა” და სექტორ „ხიხაძირის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ბ.ქ და 1965 წ. დაბადებული ე.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მეტი...

ავსტრალიის საკურორტო ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა

ავსტრალიის საკურორტო ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ვერტმფრენი შეეჯახა. შედეგად პილოტი დაიღუპა, სასტუმროდან კი ასობით დამსვენებლის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორძრავიანი ვერტმფრენი სასტუმროს სახურავს შეეჯახა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

მწვერვალ შხელდაზე ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა

მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ბადრიაშვილთან ერთად მყოფი სამი მთასვლელი მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს. ,,მთის ამბების” ინფორმაციით, ბადრიაშვილის დაღუპვის შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს. არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს ‘ოქროს წერაყინის’ (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს. 2020 წელს გამოვიდა ფილმი ,,ახალი გზა…

მეტი...

,,რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს” – ზახაროვა კურსკზე

,,რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ,,ტელეგრამის” არხზე დაწერა. „ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბოროტმოქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, ამისთვის პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვეთრი პასუხი არ დააყოვნებს”, – წერს ზახაროვა.

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს

,,რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,ენერგოდარი. ნიკოპოლიდან დაფიქსირდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს. ახლა რადიაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ სანამ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური არაა და ვერ იქნება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა იზღუდება

იუსტიციის ხიდის დემონტაჟის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. ,,მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

გდდ-ის ინსპექტორის მიერ ატენში ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ ატენში 31 ივლისს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო სწორედ სპეცრაზმელი დემეტრე რევაზაშვილი. მოგვიანებით საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გამოიკვეთა. შსს-ს ინფორმაციით, ეს არის იოსებ ბარჯაძე. პირი, რომელმაც ატენში მომხდარის ყველა დეტალი იცის. თუმცა ამ დრომდე ეძებენ. 9 აგვისტოს პროკურატურამ, ატენში მომხდარ დაპირისპირებაზე, გდდ-ის ინსპექტორსა და საქმის ოქროს მოწმეს ბრალდება დაუმძიმა. ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის…

მეტი...