“მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას” – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთი დამფიძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საერთაშორისო სამდივნოში მეტად უნდა ემუშავა, რომ ის არ მომხდარიყო, რაც დღეს მოხდა.

„ვაცნობიერებ მომხდარს, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, როცა რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა პრეზიდიუმში და შესაბამისად, რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი,“ – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეხვედრა, რომელსაც საქართველო 26 წელი ელოდებოდა, წელს თბილისში ჩატარდა, თუმცა, რაც დღეს პარლამენტის დარბაზში მოხდა, არავინ ელოდა და არსად მომხდარა.

ასამბლეის წევრმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სესია საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გახსნა, რასაც ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა. მათ პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და დელეგაციის წევრებს სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, სესია პარლამენტში დაიხურა და სხვაგან გადაინაცვლა

შეგახსენებთ, რომ ფორუმის ფარგლებში, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია იმყოფება. ვიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა





მსგავსი თემები