„დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს“- აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უკან გადაეცემათ. „ვასკვნით, რომ ხელისუფლების დანაწილების ჩვენი კონსტიტუციური სტრუქტურის მიხედვით, საპრეზიდენტო ძალაუფლების ბუნება მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გარკვეული იმუნიტეტი ჰქონდეს“ – დაწერა ჯონ რობერტსმა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.  

მეტი...

„შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ“- ბლინკენი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით

„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბრუკინგის ინსტიტუტში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. ბლინკენი ამბობს, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ მიმართულებას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. „ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის…

მეტი...

თურქეთში, რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია. პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

მეტი...

საგარეჯოში ჯგუფური ძალადობის  ფაქტზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის  ფაქტებზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.  ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა,…

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოებამ დააკავა პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომლებიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნე იყო უკრაინის უმაღლესი რადა. ისინი პარლამენტის შენობის ბლოკირებასა და აღებას გეგმავდნენ. ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა. – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება დაჯგუფების მიზანთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, მთავარ ორგანიზატორს თანამზრახველები ეხმარებოდნენ. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევიდან, დნიპროდან და სხვა რეგიონებიდან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა მონაწილეთა უკანონო…

მეტი...

ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს – CNN

ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა, შაბათ-კვირის განმავლობაში, გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ტერორისტულ თავდასხმის სამიძნე შესაძლოა აშშ-ის სამხედრო პერსონალი ან ობიექტები გახდნენ. ინფორმაციას CNN ორ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, მსგავსი ზომები შეეხო გერმანიის ქალაქ შტუტგარტის გარნიზონში მდებარე ბაზას, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბი მდებარეობს, დაცვა გაძლიერდა დონემდე “ჩარლი”. აშშ-ის არმიის თანახმად, ეს სტატუსი მაშინ გამოიყენება, როცა რაიმე ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტის ან/და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღება ხდება. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ევროპაში ბაზაზეა დისლოცირებული CNN-ს განუცხადა, რომ მათ მსგავსი…

მეტი...

ჭავჭავაძეზე, სამგზავრო მიკროავტობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა. არიან თუ არა დაშავებულები, ამ ეტაპზე, უცნობია. ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

მეტი...

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. 37 ათას მასწავლებელს, რაც პედაგოგთა 70%-ს შეადგენს, ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზარდა. 25%-ს ანაზღაურება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე. დარჩენილ 5%-ს კი, მინიმუმ 200 ლარიანი სახელფასო მატება აქვს. ახალი სახელფასო სისტემა მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებას და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მეტი...

კვარიათში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა ცნობილია

კვარიათში ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული გოგონა თსუ-ს სტუდენტი, ელიზავეტა ხოშტარიაა. ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან. „ორი დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა… ფოტოებს აზიარებდა… რატომ…“; „უდიდესი დანაკარგია და მოუშუშებელი იარა, ღმერთმა მისცეს ძალა მშობლებს, რომ ილოცონ მისი სულისთვის“, – წერენ სოციალურ ქსელში. ელიზავეტა ხოშტარია. ბოლოს, ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა: „მე ჩავიფიქრე გუშინ, დაბადების დღეზე და ამიხდა, რომ რამე…“.

მეტი...

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს გემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კუთხით. რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. კიევმა შავი ზღვის საკუთარი საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებაში, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოდ რჩება. უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ მისი შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, თუმცა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები ხშირად…

მეტი...

3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის…

მეტი...

„ჩემთვის 100%-ით თამაშგარე იყო… მსაჯმაც, მგონი, შეამოწმა, მაგრამ არ წავიდა სანახავად და უცნაური იყო ეს ყველაფერი” – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების მიერ გატანილი პირველი, გარდამტეხი გოლი მისთვის 100%-ით თამაშგარე იყო. მამარდაშვილის თქმით, მას არ შეეძლო ამის გაპროტესტება, რადგან UEFA-ს წესებით, მსაჯთან საუბრის უფლება მხოლოდ კაპიტანს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებს. ,,100%-ით თამაშგარე იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მიშლიდა ხელს მორატა და როდრიმ გაიტანა მარცხნივ. პირველი გოლი თამაშგარე იყო ჩემთვის 100%-ით. რომ არა ეს გოლი, სხვანაირად წავიდოდა თამაში მეორე ტაიმში, სხვანაირად დავლაგდებოდით. შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველ გოლი მაინც სულ სხვაა და ჩემთვის ეს ყველაფერი თამაშგარე…

მეტი...

„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ გამოისყიდა

„აიაქსმა“ და „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს. მათი ცნობით, ფრანგულ „მეცს“ საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება 13 მილიონი ევრო დაუჯდა. „აიაქსი“ მიქაუტაძეს წარმატებებს უსურვებს.

მეტი...

25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება – ოჯახი მიმალვაში მყოფი პირის დაკავებას ითხოვს

მთაწმინდაზე მოკლული მამუკა ლომიძის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. მოკლულის ოჯახი ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათი თქმით, დაკავებული ჯერ ისევ არაა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელთან ერთადაც ბრალდებული გადაადგილდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას ბაჩო სირაძემ 7-ჯერ ესროლა ხელნაკეთი იარაღიდან. მოტივი ამ დრომდე უცნობია, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ მისი ადვოკატებიც. ,,ვერ გავიგე, ამდენი ხანია დავდივარ პროცესებზე და ვერ გავიგე ჩემი შვილი რატომ მოკლეს, მიზეზს ვერ ვიგებ, უკვე მერამდენე პროცესია. ვითხოვ რომ სამუდამო, სამუდამო, არ მოვისვენებ, არ ვაპატიებ არც შადურს, არც მაგას, შადური სადამდე დაიმალება, რით ვერ იპოვეს…

მეტი...

საფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების მხოლოდ 20,3% მოიპოვა. პრეზიდენტმა მოუწოდა ამომრჩევლებს დაბლოკონ უკიდურესი მემარჯვენეები გადამწყვეტ მეორე ტურში. პრემიერმინისტრმა, გაბრეილ ატალმა კვირას განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა მიენიჭოს ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანებას” მომავალ კვირას მეორე ტურის დროს. პარალელურად, არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი კვირას პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებში, მათ შორის სტრასბურგში, ლიონში, ნანტში და ლილში. მომიტინგეების ნაწილი სკანდირებდა ,,ფაშისტებო, წადით!”. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ცეცხლი დაანთო, დაწვეს ინფრასტრუქტურა.

მეტი...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით დაემატა პუნქტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, რომლის ავტორია ბელგიელი მალიკ ბენ აშური. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით რეზოლუციის ტექსტში შესწორება შევიდა და ჩაემატა საქართველოს შესახებ პუნქტი: რეზოლუცია „გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. ასევე, ორივე რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების წაშლასა და შეცვლას, რაც რუსეთის ფედერაციის მუდმივი…

მეტი...

„ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად“ – the Guardian

,,ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად”, – წერს გამოცემა the Guardian საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ. გამოცემა ქართველი ფეხბურთელების თავდაუზოგავ თამაშს უსვამს ხაზს. ,,გასაოცარია ის, თუ როგორ მოგვენატრებიან ქართველი ფეხბურთელები, როგორ გავერთეთ მათი ყურებით. სანიოლის გუნდმა გახსნა ანგარიში, გახდა პირველი, რომელმაც გაიტანა გოლი ესპანეთის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც დაეცნენ, მათ დაიწყეს ძებნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან თამაშში, ისინი დანებებაზე უარს ამბობდნენ”, – ნათქვამია the Guardian-ის სტატიაში.

მეტი...

დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

დღეიდან, პირველი ივლისიდან უქმდება არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. მისი შეცვლა, 15 მარტის შემდეგ, პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდაა შესაძლებელი იუსტიციის სახლებში. ცნობისთვის, 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. მოქმედი პირადობის მოწმობა ასევე აუცილებელია საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად. 24 ივნისის მონაცემებით, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოცვალა ძველი ტიპის პირადობის მოწმობა.

მეტი...

,,ჩორჩანას ტყე წარმოადგენს რუსების ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, ჩვენ იქ აღარ შეგვიშვეს” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცნობით, ჩორჩანას ტყეში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო ხაზთან დაბრუნება შეძლო, ქართველმა სამართალდამცავებმა ის ტყის ნაწილში აღარ შეუშვეს. მისი თქმით, მოძრაობის წევრები 2 კვირის წინ ტყის შიდა ნაწილში თავისუფლად გადაადგილებოდნენ. ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადგილზე კონტროლი გაამკაცროს. ,,ტყის ეს ნაწილი წარმოადგენს ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რისი მტკიცებულებებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უკვე არაერთხელ და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შეფერხება, ეს შეზღუდვა, რაც ჩვენ დაგვიწესეს და არ შეგვიშვეს გუშინ ტყეში ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საფუძვლიანი ეჭვის…

მეტი...

გასული დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა

რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით, გასული დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 41 ადამიანი. განცხადებებს რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ. რუსეთის სამიზნე უკრაინის 11 ოლქი გახდა – ჩერნიხივი, მიკოლაივი, ლუგანსკი, კიროვოგრადი, ზაპორიჟიე, სუმი, დნეპროპეტროვსკი, კიევი, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი. მსხვერპლი ბოლო ხუთ რეგიონში იყო. დონეცკის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის ცნობიტ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. პოკროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოცდაერთი სახლი და ორი მანქანა. ბახმუტის რაიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა ქალაქ ტორეცკში, 1 ადამიანი დაიღუპა და 1…

მეტი...

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი, დღეიდან, მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით ,,გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული”. უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, ბლოკმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და დაიწყო უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის როლი დღის წესრიგის დადგენაა, ასევე, ევროკავშირის წევრების შეხვედრების თავმჯდომარეობა ყველა სფეროში, გარდა საგარეო ან ევროზონის საკითხებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მოძიება და ევროპარლამენტთან კანონმდებლობის საბროკერო შეთანხმებებია.

მეტი...

ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია. ,,დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით,…

მეტი...

მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის – ესტონეთის საელჩო ნაკრებს

ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. ,,მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მადლობა ბიჭებს!”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მეტი...

რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა – მესამე დაშავებული კლინიკაში რჩება

რიკოთზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდანაა. მესამე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 29 ივნისს მოხდა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

მეტი...

,,რუსებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც.სადგომი მოაწყვეს” – ქაცარავა

რუსმა ოკუპანტებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეციალური სადგომი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელის დავით ქაცარავას თქმით, ეს არც ახალი ბაზის მშენებლობაზე მიანიშნებს და არც ახალი საგუშაგოს მოწყობაზე, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ოკუპანტების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტომასალასაც ავრცელებს. ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად. ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი. ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით,…

მეტი...

რუსთავში მანქანა ქვეითს დაეჯახა

რუსთავში მანქანა ქვეითს დაეჯახა. ,,ინფო რუსთავის” ცნობით, დაშავდა ასაკოვანი ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

„საქართველოთი აღფრთოვანებული დავრჩი“ – ნიკო იულიამსი

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები, ესპანეთს  დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნიკო იულიამსმა კომენტარი გააკეთა. „მინდა საქართველოს მივულოცო, ისინი შესანიშნავი მეტოქეები იყვნენ, საქართველოთი აღფრთოვანებული დავრჩი და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც კარგად გააგრძელებენ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა. როგორც გაირკვა, ეს ყმაწვილი, გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, აღნიშნული ,,ჟესტით” აღნიშნავდა გოლებს.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში” – ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში და ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. ამ თემაზე მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელორუსიაში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ის განიცდის არასათანადო მოპყრობას და…

მეტი...

დღეს დღის ბოლოდან საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, სულ მცირე, პატივი სცენ ქართველი ხალხის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება” – გურამ მაჭარაშვილი

,,სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, სულ მცირე, პატივი სცენ ქართველი ხალხის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მას კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც,  მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში. „სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, ჯერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედოს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად სამართლიანად, სწორად აქვს მისჯილი სასჯელი. ასევე წერია, რომ ის სიმულიანტობდა და იტყუებოდა, თითქოს აწამებდნენ. სულ მცირე, პატივი სცენ ჯერ ქართველი ხალხის, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას…

მეტი...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის მასივს გაუჩნდა და დასახლებულ რაიონებში შეაღწია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა მობილიზებული.

მეტი...

,,რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ისაუბრა პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ ამის ერთადერთი ვარიატნია შუამავლების ჩართულობა, როგორც ეს გაკეთდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განხილივისა და შექმნისას. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მაშინ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან. ,,მათ, თავის მხრივ, აიღეს ჩვენთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების. ასე იმუშავა: ორი სარკისებური შეთანხმება გაეროსა და თურქეთს შორის”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

,,გვინდა მივულოცოთ გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა” – Valencia CF

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს. „გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მეტი...

საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა – FOX Soccer

„საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა. მოუთმენლად ველით მათ მომავალ ტურნირებზე“, – წერს „ფოქს-სოკერი“ და ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშს ეხმაურება. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

მეტი...

,,გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა” – GEO TEAM

ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. ,,მატჩის დღეს გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურამ აუწია, თუმცა სპეციალური სამედიცინო მედიკამენტებით ჩაკიმ 1/8 ფინალი ითამაშა. არა მექვაბა  38-ე წუთზე ტრავმირებული კიტე  სიცხიანი ჩაკვე მადლობა ჩაკვე და ვამაყობთ, რომ გვყავხარ”, – წერს Geo team.

მეტი...

კიევის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი

კიევის რეგიონში რუსეთის ჯარების მიერ კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რუსლან კრავჩენკოს თქმით, საცხოვრებელ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა არ მომხდარა, მაგრამ კიევის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო სამი კერძო სახლი დაზიანდა. ერთი დღით ადრე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ კიევის ობოლონსკის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, გაჩნდა ხანძარი და ექვს ადამიანს, მათ შორის ერთ ბავშვს, სტრესზე მწვავე რეაქციის გამო ექიმების დახმარება დასჭირდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური იუწყება, რომ კიევის რეგიონში სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა სარაკეტო თავდასხმის…

მეტი...