,,რუსებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც.სადგომი მოაწყვეს” – ქაცარავა

რუსმა ოკუპანტებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეციალური სადგომი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელის დავით ქაცარავას თქმით, ეს არც ახალი ბაზის მშენებლობაზე მიანიშნებს და არც ახალი საგუშაგოს მოწყობაზე, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ოკუპანტების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტომასალასაც ავრცელებს.

,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.

ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი.

ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით, მაგრამ ორკები სხვანაირად ფიქრობენ აშკარად”, – წერს დავით ქაცარავა.

მსგავსი თემები