კუნძულ კრეტაზე ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ხანძარი კუნძულის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა. ხანძარის ლიკვიდაციის სამუშაოებში რამდენიმე ათეული მეხანძრე და 20-მდე ტექნიკა, მათ შორის სამი სპეციალური თვითმფრინავია ჩართული. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.    

მეტი...

ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინას ტანკები გადასცეს. ამავე ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში Leopard 2A4-ის 10 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები შედის. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტანკები მომავალ შაბათ-კვირას პოლონეთში იქნება და შემდეგ მათი ტრანსპორტირება უკრაინაში მოხდება. „ამ მნიშვნელოვანი გადაადგილების ყველა ეტაპზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომებია მიღებული“ – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

მეტი...

მეთიუ  მილერი ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა

“პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა. მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“. „არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი

ვოლოდიმირ ზელენსკის სურს,რომ შემდეგ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი იყოს წარმოდგენილი. მან ამის შესახებ განცხადება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის მორიგი სამშვიდობო სამიტის გეგმა ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად და ამ მიზნით დაგეგმილია სამი შეხვედრის გამართვა, რომელიც უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ პუნქტების განხილვას მიეძღვნება. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, პირველი შეხვედრა დაეთმობა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში კატარში შედგება.

მეტი...

სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ გამოძიება დაიწყო

„აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ გამოძიება დაიწყო“– ამის შესახებ, სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა. პიტერსმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს ორპარტიულ გამოძიებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება და მოსმენები მიმდინარე თვეში დაიწყება. „ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ორპარტიული გამოძიება შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან, რათა გადავხედოთ მომხდარ მოვლენებს და დავადგინოთ, იყო თუ არა უსაფრთხოების დარღვევები. ვეცდებით, პროცესები დავაჩქაროთ. ახლა ჩვენ ვითხოვთ დეტალურ ბრიფინგს კომიტეტის წევრებისთვის. ჩვენ ასევე გვექნება მოსმენა და ვეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ“– განაცხადა პიტერსმა.

მეტი...

“გაუმარჯოს ევროპულ სულს”- მაკრონი სალომე ზურაბიშვილზე

“გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს”- ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბისვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით. მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს“ – წერს მაკრონი.

მეტი...

„თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“- მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ამაყობს, რომ 2024 წლის საუკეთესო ბომბარდირების სიაშია. მისი თქმით, ეს წარმატება გუნდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. “ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირების სიაში დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს, თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა”-  წერს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე. გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა  

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. ინფორმაციას, სასამართლოში ადასტურებენ. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.  

მეტი...

გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

ტურნირის ისტორიაში პირველად  საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლის ავტორია, ისევე როგორც კიდევ ხუთი სხვა მოთამაშე. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა. გიორგის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში შემდეგ სხვები წამოეწივნენ. ქართველის გადასწრება ფინალის მონაწილეებს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს, დანი ოლმოს შეეძლოთ. თუმცა თამაში ისე დასრულდა, თავი ვერცერთმა გამოიჩინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა – ევრო 2024-ის თანაბომბარდირი ქართველი თავდამსხმელია.

მეტი...

უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო 27 მამაკაცი დააკავეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს 27 მამაკაცი დააკავეს. ისინი მეზობელ ქვეყანაში უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ. როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სქემის ორგანიზატორებმა სახელმწიფო საზღვრის კვეთის მარშრუტი მამაკაცებს ტელეგრამით გადასცეს. საზღვრის კვეთის შემდეგ მათ ორგანიზატორებისთვის უნდა გადაეხადათ 4-7 ათასი დოლარი კრიპტოვალუტით. მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ, სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ, შეკრების ადგილას თავად მიდიოდნენ მატარებლით, ტაქსით, ზოგიერთი მათგანი კი დანიშნულების ადგილას მანქანით ქალებს მიჰყავდათ. ამის შემდეგ ისინი ფეხით მიემართებოდნენ სახელმწიფო საზღვრისკენ, თუმცა ერთ-ერთ სოფელში ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს.

მეტი...

“ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ”- ხავიერ კოლომინა

“ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს” – ამის შესახებ,ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს. ხავიერ კოლომინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქარონ. „ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას მხარს უჭერს, საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია და მის მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს“ – წერს ხავიერ კოლომინა X-ზე  

მეტი...

„კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან“ – კახა წიქარიშვილი

„სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამ ჯგუფის ხელში თითქმის ყველა ბერკეტია თავმოყრილი“ –  აღნიშნა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დაინიშნა. როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მთავარია, მოსამართლეებმა აღიარონ ის ყველაფერი, რაც მათ კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით იციან. „არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფარულად ან აშკარად უპირისპირდება ამ ჯგუფს, ნაწილი კი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება. გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების…

მეტი...

„სასამართლოს რეორგანიზაცია, მოსამართლეების ხელახლა შერჩევა“ – კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. წიქარიშვილმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა რაც იციან ყველაფერი უნდა აღიარონ. რა გზავნილები გააჟღერა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა „მედიაცენტრ  მთავარში“: სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების ხელახლა შერჩევა, რაც გარდამავალი პროცესია; ეს არის რადიკალური გზა; მოსამართლეებმა უნდა აღიარონ, რომ სასამართლოში იყო და არის კლანი; კლანის ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან; სასამართლო სისტემაში ხალხი გარედან უნდა შევიდეს; თუ საჭირო გახდა, ცვლილებები კონსტიტუციაშიც უნდა შევიდეს; საჭიროა მოსამართლეების საერთო შეთანხმება; და ბოლოს – ვეტინგი, შესამოწმებელი გახდება ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერება.  …

მეტი...

ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. ინფორმაციას AJARATIMES ავრცელებს და წერს, რომ ხანძარი ბოლო სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახური. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ღაზის სექტორში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულებს შორის ბავშვია

ღაზის სექტორში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასევე მიმდინარეობს განახლებული საარტილერიო დაბომბვა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილო-დასავლეთით. გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას არაბულ ანკლავში, სულ მცირე, 80 ადამიანი ესმსხვერპლა, 216 კი დაშავდა. ისრაელის სამხედრო შვეულმფრენებმა დაბომბეს ქალაქ რაფაჰის დასავლეთ რაიონები. ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ღაზაშიც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში გაერო-ს სკოლის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

მეტი...

ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილების, უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება

ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში შედის და მოქმედ კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება. ინიციატორები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები მოწესრიგებულია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლებების შეზღუდვა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი, მაგრამ „არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს“. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების…

მეტი...

,,თუ ბატონი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. მე არ მეშინია ამის” – ზელენსკი

,,თუ ბატონი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. მე არ მეშინია ამის”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. ,,ჩვენ ახლა ჯერ ვერ განვიხილავთ ტრამპის პრეზიდენტობას, რადგან, მადლობა ღმერთს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს და არც ერთი სხვა ქვეყანა არ ახდენს გავლენას ამაზე. ისინი დიდ პატივს სცემენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენს ჯარისკაცებს და მე. ამიტომ, მე ვხედავ, რომ ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ურთიერთობებს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება. ასე რომ, მე აქ დიდ საფრთხეებს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის…

მეტი...

,,ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს” – პაპუაშვილი

,,ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს. „ცალკე სათქმელია და ბარემ აქაც გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ევროკომისიის კორიდორებში დაიარება, ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჭკუას გვასწავლის ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შესახვედრად. გახსოვთ თქვენ, რომ ის ბრიუსელში შეხვდა, ხაზს ვუსვამ, მართლმსაჯულების…

მეტი...

,,გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, რადგან მათი ტრაექტორია გავარჩიოთ, სახეზეა პოლიტიკური ფლირტი” – იაგო ხვიჩია

,,სახეზეა პოლიტიკური ფლირტი. აქედან გამოვა ერთობა ან კავშირი, მოდით, დაველოდოთ გია ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს. ვნახოთ, რა გამოუვა, რადგან იღწვის ეს ადამიანი, შედეგებს დაველოდოთ. მარებლობა რას ნიშნავს – მეგრულად ნიშნავს ადამიანს, რომელიც წყვილებს ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე განაცხადა. „პოლიტიკურ ფლირტში აქტიურობენ ვაჟები, როგორც კლასიკურ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ „ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

თბილისში სამხედრო პირის მკვლელობისთვის ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ, რა დროსაც ისინი დამეგობრდნენ. 2023 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა. პროკურატურამ, სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა”, – ნათქვამია განცხადებაში. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მეტი...

ლატვიაში ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა იკრძალება

16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის სანქციების თანახმად აკრძალულია ევროკავშირში ბელარუსიდან იმ პროდუქციის იმპორტი, რომლის გაყიდვაც ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ ჩამონათვალაშია მსუბუქი ავტომობილებიც. ,,ევროკავშირის სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეზღუდვა არ გავრცელდება დიპლომატიურ მანქანებზე. საბაჟო უწყებების მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მათ შორის ბელარუსში ან რუსეთში უკან გაბრუნებას, ავტომობილი შესაძლოა კონფისკაციას დაექვემდებაროს. შეგახსენებთ, გასულ წელს…

მეტი...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს ბუდაპეშტის ,,სამშვიდობო გეგმა” გააცნო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს თავისი ,,სამშვიდობო მისიის” შედეგები და ბუდაპეშტის ,,სამშვიდობო გეგმა” გააცნო. ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ,,ორბანის გეგმა ახლა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა”. ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევსა და მოსკოვში მოგზაურობის შედეგად ცხადი გახდა, რომ მხარეები ძალიან მტკიცედ არიან ბრძოლისთვის განწყობილი. ,,გარე შუამავლების ჩარევის გარეშე, ჩვენ, სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ძალიან მძიმე ნგრევას ვიხილავთ”, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ შუამავლებთან: ჩინეთთან, თურქეთთან და დონალდ ტრამპთან.

მეტი...

როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო

,,როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო”, – ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებაში. მელანია ტრამპმა მადლობა გადაუხადა „მამაც“ სამართალდამცველებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს „ჩემი მეუღლის დასაცავად“. „არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრი, პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე უფრო დაბლა დგას. ჩვენი პირადი, სტრუქტურული და ცხოვრებისეული ერთგულება – სიკვდილამდე – სერიოზული რისკის ქვეშაა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ფუნდამენტურად, ინსტინქტურად გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს. ამერიკული პოლიტიკა მხოლოდ ერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი საზოგადოების ამაღლება. სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე და…

მეტი...

,,მკვდარი უნდა ვიყო მაგრამ იღბლისა თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ” – ტრამპი

,,მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლისა თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ”, – დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარები მედიასთან საკუთარ კერძო თვითმფრინავში გააკეთა. მისი თქმით, მსროლელის ტყვიას ვერ გადაურჩებოდა, არალეგალი მიგრანტების შესახებ პოსტერის წასაკითხად რომ არ შებრუნებულიყო. ტრამპმა თავაზიანი უწოდა ბაიდენთან სატელეფონო საუბარს. მისი ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის შეწყვეტას მოსთხოვს. რომელ საქმეებზეა საუბარი, მედიასთან ტრამპს არ დაუკონკრეტებია.  

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. განცხადება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. ,,საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე”, – თქვა მსხილაძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრებების შემდეგ ორი პირი – გიორგი ბურჯანაძე და კახა წიქარიშვილი შეარჩია.

მეტი...

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. კანონებში ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების ინიციატორი ,,ქართული ოცნებაა”. ,,გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის, ზოგადად აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება/გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია დაწესდეს თამბაქოს მწარმოებელთათვის საქმიანობის მაღალი მოთხონები. თამბაქოს წარმოების პროცესში მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება საგრძნობლად ამაღლებს მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის.…

მეტი...

,,დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემაც არაერთხელ თქვა, რომ დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს. „წელიწად ნახევარია ვამბობთ, რომ გამჭვირვალობა სურს საზოგადოებას და ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ ისედაც გამჭვირვალეები ვართ და გვითხარით მერე რა გნებავთო. აგერ ბრიფინგზეც გავიგეთ და პარლამენტის თავმჯდომარემაც არაერთხელ თქვა, რომ დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს. ამას აღარც მალავენ სხვათა შორის. პირდაპირ საელჩოები ამბობენ, რომ დააფინანსებენ „ენჯეოებს“ წინასაარჩევნოდ „მოლოტოვის კოქტეილების“ შესაძენად, რადიკალური პროცესებისთვის. რა თქმა უნდა აქაური „ენჯეოები“ ამ ფულს შავად…

მეტი...

,,პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან” – ირაკლი ზარქუა

გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ზურაბიშვილი ასევე მოითხოვს განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს კანონის ამოქმედება. პარალელურად, საკონსტიტუციოში მიმდინარე კვირას იგეგმება ანალოგიური სამოქალაქო საზოგადოების სარჩელის შესვლა. 150 ორგანიზაცია, პრეზიდენტის მსგავსად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზეა აკეთებს აქცენტს. ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს გაასაჩივრებდა. ,,როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა.…

მეტი...

,,უხერხულია, როცა ორი ორგანული „ნაცი“ სხვის განაცებაზე საუბრობს” – რატი იონათამიშვილი

,,უხერხულია, როცა ორი ორგანული „ნაცი“ სხვის განაცებაზე საუბრობს. ხაზარაძე და გახარია რადიკალური ოპოზიციის, კრებითი „ნაცების“ წარმომადგენლები და მათი სახეები არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ხაზარაძე-გახარია ვის დავალებას ასრულებენ და ვისი შემადგენელი ნაწილი არიან. „ისინი სხვა „ნაცებისგან“ არაფრით განსხვავდებიან. „ნაცმოძრაობას“ დღეს თავისი სახელის რცხვენია და ფარისევლურად „ერთობას“ ირქმევს. გახარია თუ „ლელო“ კრებით „ნაცებს“ წარმოადგენენ და ამ კლიშეს ვერ გაექცევიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

,,მთავარი დეკლარაცია და საბუთი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა” – შალვა პაპუაშვილი

,,ასეთ ერთობის ქაღალდებს ხელს აწერენ და მთავარი დეკლარაცია და საბუთი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპუაშვილს ჰკითხეს, რა დანიშნულება აქვს ოპოზიციური ფრონტის ერთობის შესახებ და რა პერსპექტივა. „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია არის არა სახელმწიფო, ეკონომიკურ მოწყობაში, არამედ „ნაცობა“ როგორც იდეოლოგია, გულისხმობს, რომ შენ ხარ სხვა ქვეყნის გარეთ მყოფი ჯგუფების მარიონეტი. გეტყვიან, რომ უნდა იყო ლიბერალი და იქნება ლიბერალი, გეტყვიან, რომ უნდა იყო კონსერვატორი და იქნება „ნაციონალური მოძრაობა” კონსერვატორი. რასაც გარედან ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებენ. ასეთ…

მეტი...

პირი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ – მედია

თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ. ინფორმაციას ამერიკული მედია კლუბის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატმა, რობერტ ბუტაიმ დაადასტურა კრუქსის წევრობა, მაგრამ აღნიშნა, რომ „სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების ფონზე, კლუბს არ შეუძლია, რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით“. „ცხადია, კლუბი სრულად გმობს გუშინ მომხდარ უაზრო ძალადობას. კლუბი ასევე გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპული მოქალაქის ოჯახს და ლოცულობს ყველა დაშავებულისთვის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა სპორტსმენთა კლუბის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს.…

მეტი...

ლაგოდეხში 12 წლის ბიჭს ეძებენ

ლაგოდეხში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით სასეირნოდ იყო წასული. მას მწვანე ფერის მაისური აცვია. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე:  598102820, 593169922

მეტი...

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს. კალასმა, ესტონეთის პირველმა პრემიერმინისტრმა ქალმა, ოფიციალურად გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს აცნობა. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხე მის კოალიციურ პარტნიორებთან ,,ლიბერალური ესტონეთი 200-სთან” და სოციალ-დემოკრატებთან.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. დააკავეს. ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ” – პაპუაშვილი

,,ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ მე ჩავნიშნავ ამ სხდომას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „18-ში დაგვჭირდება ბიუროს სხდომა, სხვა მხრივ, როგორც მოგახსენეთ, მივმართავ ქალბატონ სალომეს იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია ჩაინიშნოს, 18 ივლისს 12:00 საათიდან. მას ამისთვის 48 საათი აქვს, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48…

მეტი...