ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. ინფორმაციას AJARATIMES ავრცელებს და წერს, რომ ხანძარი ბოლო სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახური. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები