,,მთავარი დეკლარაცია და საბუთი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა” – შალვა პაპუაშვილი

,,ასეთ ერთობის ქაღალდებს ხელს აწერენ და მთავარი დეკლარაცია და საბუთი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს, რა დანიშნულება აქვს ოპოზიციური ფრონტის ერთობის შესახებ და რა პერსპექტივა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია არის არა სახელმწიფო, ეკონომიკურ მოწყობაში, არამედ „ნაცობა“ როგორც იდეოლოგია, გულისხმობს, რომ შენ ხარ სხვა ქვეყნის გარეთ მყოფი ჯგუფების მარიონეტი. გეტყვიან, რომ უნდა იყო ლიბერალი და იქნება ლიბერალი, გეტყვიან, რომ უნდა იყო კონსერვატორი და იქნება „ნაციონალური მოძრაობა” კონსერვატორი. რასაც გარედან ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებენ.

ასეთ ერთობის ქაღალდებს ხელს აწერს ოპოზიცია და მთავარი დეკლარაცია და საბუთი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების პირობა. სხვას რას მოაწერენ ხელს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი, მათი ქცევის კონსტიტუცია ეს არის ის საბუთი, დაემორჩილონ უცხო ინსტრუქციებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები