,,გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, რადგან მათი ტრაექტორია გავარჩიოთ, სახეზეა პოლიტიკური ფლირტი” – იაგო ხვიჩია

,,სახეზეა პოლიტიკური ფლირტი. აქედან გამოვა ერთობა ან კავშირი, მოდით, დაველოდოთ გია ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს. ვნახოთ, რა გამოუვა, რადგან იღწვის ეს ადამიანი, შედეგებს დაველოდოთ. მარებლობა რას ნიშნავს – მეგრულად ნიშნავს ადამიანს, რომელიც წყვილებს ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე განაცხადა.

„პოლიტიკურ ფლირტში აქტიურობენ ვაჟები, როგორც კლასიკურ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ „ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები