უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო 27 მამაკაცი დააკავეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობის გამო მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს 27 მამაკაცი დააკავეს. ისინი მეზობელ ქვეყანაში უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ.

როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სქემის ორგანიზატორებმა სახელმწიფო საზღვრის კვეთის მარშრუტი მამაკაცებს ტელეგრამით გადასცეს. საზღვრის კვეთის შემდეგ მათ ორგანიზატორებისთვის უნდა გადაეხადათ 4-7 ათასი დოლარი კრიპტოვალუტით.

მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ, სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ, შეკრების ადგილას თავად მიდიოდნენ მატარებლით, ტაქსით, ზოგიერთი მათგანი კი დანიშნულების ადგილას მანქანით ქალებს მიჰყავდათ. ამის შემდეგ ისინი ფეხით მიემართებოდნენ სახელმწიფო საზღვრისკენ, თუმცა ერთ-ერთ სოფელში ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს.

მსგავსი თემები