უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს ბუდაპეშტის ,,სამშვიდობო გეგმა” გააცნო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს თავისი ,,სამშვიდობო მისიის” შედეგები და ბუდაპეშტის ,,სამშვიდობო გეგმა” გააცნო. ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ,,ორბანის გეგმა ახლა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა”. ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევსა და მოსკოვში მოგზაურობის შედეგად ცხადი გახდა, რომ მხარეები ძალიან მტკიცედ არიან ბრძოლისთვის განწყობილი.

,,გარე შუამავლების ჩარევის გარეშე, ჩვენ, სამწუხაროდ, უახლოეს თვეებში ძალიან მძიმე ნგრევას ვიხილავთ”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ შუამავლებთან: ჩინეთთან, თურქეთთან და დონალდ ტრამპთან.

მსგავსი თემები