,,დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემაც არაერთხელ თქვა, რომ დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს.

„წელიწად ნახევარია ვამბობთ, რომ გამჭვირვალობა სურს საზოგადოებას და ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ ისედაც გამჭვირვალეები ვართ და გვითხარით მერე რა გნებავთო. აგერ ბრიფინგზეც გავიგეთ და პარლამენტის თავმჯდომარემაც არაერთხელ თქვა, რომ დამალულია უდიდესი რაოდენობა იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს. ამას აღარც მალავენ სხვათა შორის.

პირდაპირ საელჩოები ამბობენ, რომ დააფინანსებენ „ენჯეოებს“ წინასაარჩევნოდ „მოლოტოვის კოქტეილების“ შესაძენად, რადიკალური პროცესებისთვის. რა თქმა უნდა აქაური „ენჯეოები“ ამ ფულს შავად დახარჯავენ და ბუნებრივად არ იქნება გამჭვირვალე ის პროცესები, რითაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ფული ტრიალებს „ენჯეოებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები