,,მაბრაზებს ალიანისის ის განცხადება, რომ უკრაიანა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინას ალიანსისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, მათ შორის ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრის.

,,მე მაბრაზებს ალიანისის ის განცხადება, რომ უკრაიანა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ეს არ არის სამართლიანი. ამას მხოლოდ ცუდი ლიდერები ამბობენ. ნატოს უარით ალიანსი სისუსტის დემონსტრირებას ახდენს. ჩვენი მიღებით მათ ბევრ უპირატესობას ვთავაზობთ, მათგან არაფერს ვიღებთ, პირიქით ვაძლევთ. ახლა ჩვენი ხალხი იბრძვის. ჩვენ ვართ ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრი. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი. ეს არ არის რაღაც ბუნებრივი. ეს ერთგვარი ფიზიკური ბარიერია, რომელიც ჩვენი ხალხისგან შედგება.

პუტინი სუსტია, რადგან მას არ სურს საუბარი. ახლა ის თითქმის იზოლირებულია. მსოფლიო ყოველთვის აძლევს მას შანსს, რადგან სანქციები სრულად არ არის დაწესებული,”- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები