“საფრანგეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასია გადააქციოს კონფლიქტების ასპარეზად”- საჰიბა გაფაროვა

“საფრანგეთი სხვადასხვა საბაბით ცდილობს, ჩაერიოს რეგიონულ დინამიკაში, გადააქციოს სამხრეთ კავკასია კონფლიქტების ასპარეზად და ცდილობს საკუთარი სამარცხვინო ნეოკოლონიალური პრაქტიკის გამოყენებას”, – განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ „ბრიქსის“ საპარლამენტო ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას. აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მკაცრი და გადამწყვეტი პოზიცია ხელს უშლის ნებისმიერ ასეთ მცდელობას. გაფაროვამ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარების შესაძლებლობასთან ერთად კვლავ იკვეთება ორმაგი სტანდარტები და პროცესში ჩარევის მცდელობები. „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი აღდგენითი და განახლებით სამუშაოები ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირები უკვე ბრუნდებიან წინაპრების სამშობლოში. ამრიგად,…

მეტი...

გოდერძი ჩოხელის სოფელი ზემო ჩოხი  – ფოტორეპორტაჟი

გუდამაყარი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, მთიანი, უნიკალური და განსაკუთრებული მხარეა. გუდამაყარი და გუდამაყრელები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით. აქ ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულები. სწორედ გუდამაყარში მდებარეობს სოფელი ჩოხი – გოდერძი ჩოხელის სოფელი. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, რომლის შემოქმედებაც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ამავე სოფელში გაიხსნა გოდერძი ჩოხელის სახლ მუზეუმიც. ეს არის სოფელი გუდამაყრის (შავი) არაგვის ულამაზეს ხეობაში, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზია.  აქვე მდებარეობს  ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი – ქვითკირის სალოცავი. აქ მხოლოდ ძველი ნასოფლარებია შემორჩენილი. ჩოხიდან, ძველი ნასოფლარისკენ მთის…

მეტი...

უკრაინამ და რუმინეთმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ვაშინგტონში, უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კლაუს იოჰანისმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, რუმინეთი უკრაინას პატრიოტის ტიპის სისტემებს გადასცემს და მისი ტერიტორიის გავლით ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შეთანხმება პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც მოიცავს – ირკვევა, რომ რუმინეთი უკრაინას შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და ასევე დახმარებას გაუწევს მას ევროკავშირისა და NATO-ს ინსტრუმენტების საშუალებით. ასევე, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს F-16 სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად. დოკუმენტში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული…

მეტი...

„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით“- ელჩი

„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“-  ამის შესახებ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მელინე არაკელიანის განცხადებით, ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. “ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო ევროკავშირში გაწევრიანება გააჩერა”- წერს არაკელიანი.

მეტი...

სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

„ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები განთავსდება“ –„ბიბისი“

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პირველად, აშშ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გერმანიაში განათავსებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-ს საიუბილეო სამიტზე იქნა მიღებული. როგორც „ბიბისი“ წერს, გერმანიაში შეერთებული შტატების შეიარაღების განლაგება 2026 წლიდან დაიწყება. გერმანიის და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე და ასევე, ჰიპერბგერით რაკეტებზე. ამ რაკეტების ევროპაში განთავსება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1988 წელს გაფორმებული შეთანმხებით იყო აკრძალული. 2014 წელს აშშ-მა რუსეთი ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 2019 წელს ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდა, რასაც მოსკოვის ანალოგიური გადაწყვეტილება მოჰყვა. ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა…

მეტი...

„საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა“- ნინო ქათამაძე

„ეს არის სახალხო მოძრაობა. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არ არის. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს“- ამბობს მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმელიც ხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთად სამოქალაქო მოძრაობას – „აირჩიე ევროპა“ შეუერთდა. „ეს არის სახალხო მოძრაობა. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არ არის. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს. როგორც პროფესიით მუსიკოსი, აქტივისტი ვუერთდები ამ გამოწვევას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა და რაზეა მნიშვნელოვანი ფიქრი იმისთვის, რომ არც ზედმეტი მოლოდინები გვქონდეს და სწორი არჩევანი გაკეთდეს და რაც მნიშვნელოვანია,…

მეტი...

„ჯონ ბასთან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა“ – დარჩიაშვილი

„ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები. „მე დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და…

მეტი...

მოქალაქემ „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს „მონა“ ეძახა (video)

,,ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებს, მოქალაქემ, ნათია ლეთოდიანმა ,,რუსი მონა”, ,,ბიძინას მონა”, ეძახა. მმართველი პარტიის  დეპუტატებს, მან ასევე ჰკითხა: ,,კარგია რუსეთში ცხოვრება?!” ,,როგორ არიან მასონები”?”. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინო წილოსანმა.   „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა” – ნინო წილოსანი

მეტი...

“ნაცები ამას მალავდნენ-საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს”- პაპუაშვილი

„ნაცები ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიციალურ ქსელში, რითაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას ეხმაურება. „საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ნაცები ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე (ჩუქებას ვინ დაეძებდა)“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი...

“ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ეზრა ზეიას შეხვდა და მასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა”. “საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული…

მეტი...

„ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში“- საფრანგეთის ელჩი

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი“ – ამის შესახებ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. ელჩის განმარტებით, დროებით შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარება. „27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია,…

მეტი...

„დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა” – ნინო წილოსანი

“ნათია ლეთოდიანი „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორია, რომელიც მომივარდა, აჯობებს, საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი აღნიშნავს, რომ ნათია ლეთოდიანმა მისგან საკადრისი პასუხი მიიღო. „უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ: „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“. არ გაინტერესებთ, ვინ იაქტიურა ამჯერად? ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც ვიმყოფებოდი. ის გახლავთ „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, თავისი ბელადი ლაკასგან იცოდა, რომ შეხვედრაზე ვიქნებოდი და…

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა. „მეგობარი აქტის“ ძირითადი დებულებებია: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის. დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ. ანგარიშის წარდგენა…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

“აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ­ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა”- ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. უზრა ზეიას განცხადებით, ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ვისაუბრე “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია” – წერს ზეია.  

მეტი...

პუტინი „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „ბრიქსის“ პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან სიტყვით მიმართა „ბრიქსის“ მე-10 საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს. „Ბრიქსს“ ჯერ არ აქვს საკუთარი ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო სტრუქტურა, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ეს იდეა აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის განცხადებით, წელს ასოციაციის მონაწილეთა რიცხვი ათამდე გაიზარდა და რუსეთი, როგორც თავმჯდომარე, ცდილობს, ახალი წევრების ეფექტურ ინტეგრაციას “ბრიქსის” მექანიზმებში. „ღია დისკუსიები, უშუალო საუბრები ხალხის წარმომადგენლებს შორის სრულად შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის მსოფლმხედველობის პრინციპებს და ფილოსოფიას. ეს არის ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება, საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიაზე დაყრდნობა, სუვერენიტეტის პატივისცემა, ყველას ინდივიდუალური განვითარების უფლება“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

უკრაინას მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით სურს – Bloomberg

უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, მაგრამ უკვე რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კიევს მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვების შიშით არის ნაკარნახევი. მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. Bloomberg-ის ცნობით, მაშინ რუსეთი ფორუმში არ მონაწილეობდა. ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.

მეტი...

ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა, ზავის შეთანხმების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი განხორციელების დეტალებზე. „ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, შეთანხმების მეორე ეტაპზე მთავარი ნაბიჯი იყო ორივე მხარის თანხმობის მიღწევა, რომ ღაზის „დროებითი მმართველობა“ პალესტინის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა განახორციელონ. ამ გეგმით, ღაზის სექტორის მართვაში არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ მიიღებენ მონაწილეობას. გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩო არსებობს, საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, გარდაუვალი არ არის და ყველა დეტალის გარკვევას დრო დასჭირდება. „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დაბრკოლება იყო მეორე ფაზაზე გადასვლა, სადაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს მამრობითი სქესის ჯარისკაცებს, რომლებიც რჩებიან მძევლებად და ორივე მხარე…

მეტი...

რატი იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

,,იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება. ,,ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ასეთ მასშტაბურ კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა…

მეტი...

,,100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ხალხის ძალიან ხმამაღალ ხმას და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს” – პრეზიდენტი

,,საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა, 100 დღეში, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს”, – სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება სამოქალაქო ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპას” პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. იქამდე კი პრეზიდენტი ღონისძიებაზეც გამოვიდა სიტყვით და ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს ევროპული გზა გაყინა და უზურპაცია გაუკეთა.

მეტი...

,,კარგია რუსეთში ცხოვრება?! როგორ არიან მასონები?!” – მოქალაქეები წილოსანს და ლაშხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრიდან გამოსულ ,,ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებს პროტესტით დახვდნენ. ,,რუსი მონა”, ,,ბიძინას მონა”, ,,კარგია რუსეთში ცხოვრება?!” ,,როგორ არიან მასონები”?”, – ასე მიმართა ნათია ლეთოდიანმა ნინო წილოსანს, მაკა ბოჭორიშვილსა და მარიამ ლაშხს, როდესაც ისინი კომენტარებს აკეთებდნენ. ეზრა ზეია ,,ოცნების” წარმომადგენლებს თბილისი მერიოტში შეხვდა. ამჟამად ამერიკელი მაღალჩინოსანი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს. იქამდე კი პირველი შეხვედრა აშშ-ის საელჩოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შედგა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც.

მეტი...

სასამართლომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ მუქარაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ნათქვამია განცხადებაში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში – დამტვრეულია რამდენიმე მანქანა

ვარკეთილში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანას მეორე მანქანა შეეჯახა, რამაც ინერციით სხვა შეჯახებაც გამოიწვია. შედეგად, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი დაიმტვრა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

პრეზიდენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პრეზიდენტის წარმომადგენელი, ამ წუთებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდება. 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი სარჩელი მოამზადა. თავის მხრივ, სარჩელი მოამზადა პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილის სარჩელით სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” შეეხება. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა სარჩელების გაერთიანებაზე, რადგან მსგავსი შინაარსის გამო სასამართლოში შეტანის შემდეგ შესაძლოა სარჩელები თავად საკონსტიტუციომ გააერთიანოს. ცნობილია, რომ პრეზიდენტი 15 ივლისს, ორშაბათს აპირებს საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანოს.  

მეტი...

,,სასამართლო ისეა დაზიანებული, რომ მისი რესტავრაცია შეუძლებელია, უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს” – კახა წიქარიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, კახა წიქარიშვილმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლო დაზიანებულია და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, ის თავიდან აშენდეს. ,,საბჭოს წევრის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ინფორმაციის გამოტანა სისტემიდან. ჩვენ არ ვიცით მასშტაბები, ჩვენ არ ვიცით სისტემა რა დონეზეა დაზიანებული. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, რადგან ბევრი ანგარიში დაგვიწერია, იმდენი გვიმუშავია, რომ თითქმის სისტემა ხელის გულზე გვყავს. სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით მასშტაბები, ჩვენ არ ვიცით რა დონეზე ხდება ჩაწყობები, არ ვიცით რა დონეზე მოუწიათ მოსამართლეებს გარიგებაში შესვლა,…

მეტი...

მაშველები ხეზე ასულ კნუტს დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ორხევში, ჩანტლაძის ქუჩაზე ხეზე ასულ კნუტს დაეხმარნენ, რომელიც უკან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა დაახლოებით 7-8 მეტრი სიმაღლიდან კნუტი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან. შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424

მეტი...

,,ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა ევროპის გზა და ჩვენს მომავალს გაუკეთა უზურპაცია” – პრეზიდენტი

,,დღეს რაც ხდება ნატოში, ნატოს სამიტზე, ის განცხადებები რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპას” პრეზენტაციას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზა გაყინა და ამით დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი. ,,ავირჩიოთ ევროპა- მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა და დიდი ხანია და საქართველო ყველა თავის ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს და ირჩევს განვითარების, თავისუფლებს, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის პირველ…

მეტი...

,,მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი” – ირაკლი ჩიქოვანი

,,მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი”, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვდეს. ,,ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო, რომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ძალიან დიდი და უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან ურთიერთთანხვედრა. ძალიან ბევრ რამეს…

მეტი...

საქართველოში უდაბნოს მტვრის მასები ვრცელდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ასევე დედაქალაქში, 9 ივლისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. უდაბნოს მტვრის მასები სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge

მეტი...

,,არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის” – პრეზიდენტი ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციას

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრაზე, ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: ,,შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. ამასთან, პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილიზაციასა და ჩართულობას. დელეგაციამ, რომელიც საქართველოში რეგიონში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და ევროინტეგრაციის მიმართულებით პრეზიდენტის ძალისხმევას…

მეტი...

,,სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში” – ეზრა ზეია

,,უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ X-ზე. ,,მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას”, – წერს ეზრა ზეია.

მეტი...

,,დაყვედრებაც არის და დაშინებისა და მუქარის მცდელობაც” – გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

გერმანიის ელჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, ოფიციალური ბერლინი კი, ამჟამად, ქვეყანასთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს,  ,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანიის ელჩის განცხადება, დაყვედრების გარდა, ქვეყნის დაშინებისა და მუქარის მცდელობაც იყო. ,,როდესაც დახმარებას დააყვედრებ მეგობარს, ეს აღარ არის დახმარება. გერმანიის ელჩის ნაცვლად, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მეთაურის პარტია, გავიდა მესამე ადგილზე, ანუ საზოგადოების უნდობლობა არსებობს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პროცესებს მიხედოს. ჩვენ ჩვენს ქვეყანას მივხედავთ, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს გავაგრძელებთ. დაყვედრებაც არის, დაშინებისა…

მეტი...

,,ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა” – ჯოზეფ ბორელი

,,ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი ნახევარი გულით გამოეხმაურა პუტინის ქმედებას, როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. „არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რომ რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის…

მეტი...

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობა ბათუმში – ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებული ლევან სირაბიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სირაბიძეს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ 2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. მოკლული თუთაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ლევან სირაბიძეს ხელი მისმა ბიძაშვილმა რიჩარდ სირაბიძემ დააფარა, რომელიც ბათუმის…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს ქვეყნის გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ” – ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ეხმაურება ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, სადაც NATO აღარ იმეორებს პირობას საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ. ,,2008 წელს ჩვენ დავუშვით ისტორიული შეცდომა, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეაბრუნებს ამ დესტრუქციულ ტენდენციებს”, – წერს ლექსმანი.

მეტი...

პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო, ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.

მეტი...