პრეზიდენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პრეზიდენტის წარმომადგენელი, ამ წუთებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდება.

100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი სარჩელი მოამზადა. თავის მხრივ, სარჩელი მოამზადა პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილის სარჩელით სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” შეეხება.

დღეს მიმდინარეობს მსჯელობა სარჩელების გაერთიანებაზე, რადგან მსგავსი შინაარსის გამო სასამართლოში შეტანის შემდეგ შესაძლოა სარჩელები თავად საკონსტიტუციომ გააერთიანოს.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი 15 ივლისს, ორშაბათს აპირებს საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანოს.

 

მსგავსი თემები