,,დაყვედრებაც არის და დაშინებისა და მუქარის მცდელობაც” – გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე

გერმანიის ელჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, ოფიციალური ბერლინი კი, ამჟამად, ქვეყანასთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს,  ,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩის განცხადება, დაყვედრების გარდა, ქვეყნის დაშინებისა და მუქარის მცდელობაც იყო.

,,როდესაც დახმარებას დააყვედრებ მეგობარს, ეს აღარ არის დახმარება. გერმანიის ელჩის ნაცვლად, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მეთაურის პარტია, გავიდა მესამე ადგილზე, ანუ საზოგადოების უნდობლობა არსებობს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პროცესებს მიხედოს. ჩვენ ჩვენს ქვეყანას მივხედავთ, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს გავაგრძელებთ.

დაყვედრებაც არის, დაშინებისა და მუქარის მცდელობაც არის. თავად ოპოზიციაც აღიარებს, ელჩებისა და კონგრესმენების განცხადება იარაღია ჩვენს ხელში და უნდა გამოვიყენოთო. როცა უსამართლოდ ასეთ განცხადებას როცა აკეთებ, რა თქმა უნდა, მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მათი ჩამქრალი რადიკალური პროცესები როგორმე წამოწიონ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები