,,არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს” – თინათინ ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” საერთო სიაში ყოფნა კი არ სურს არც იმ პარტიების ნაწილს, ვინც დეკლარაციას სააკაშვილის გუნდთან ერთად უკვე მოაწერა ხელი. ,,ერთიანობა არის ის დაკვეთა, რომელიც არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ეს ერთობა შედგეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას – საქართველო ან გადარჩება, ან გაქრება,” – აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

მეტი...

ევროსასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში მისი ანექსიის შემდეგ. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი ევროსასამართლოში უკრაინას ჰქონდა შეტანილი. განხილვა 2020 წლიდან მიმდინარეობდა. კიევი მოსკოვს ნახევარკუნძულის უკრაინელი მცხოვრებლების სისტემატურ დევნაში ადანაშაულებს მათი პროუკრაინული საქმიანობისა და პოზიციისთვის. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრების თავისუფლება და პირადი ცხოვრების უფლებები.

მეტი...

EU-ს ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს. ,,ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე”, – წერს ბელგიის მთავრობა X-ზე. ბელგიას ჯერ არ გამოუცხადებია, რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი.

მეტი...

,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრა ათენში 15-მდე პირის მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოდან – დაკავებულია 3 ადამიანი

ბერძნული მედია ათენში დაგედმილ ,,ტოპ მაფიოზების” შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც 15-მდე ადამიანი ესწროდა – საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან. შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს და 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. სამივე დაკავებულს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა “კრიმინალური ავტორიტეტების” დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ბერძნული პოლიცია ვარაუდობს, რომ იგეგმებოდა „სერიოზული დანაშაული.“ გამომძიებლები ახლა ადგენენ, არიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება “Vor V Zakone”-ს წევრები.

მეტი...

დღეს ლომისობაა

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდებას, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

მეტი...

,,მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი” – მდინარაძე

,,ქართველი ხალხი რომ უყურებს, რა სანქციებზე მელაპარაკები, ნაცების დროს ერთი კაცი არ დაგინსანქიცრებია, რომელ სანქციებზე მელაპარაკები კანონის მიღების გულისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშიც გაქვს –  ამაზე მასანქცირებ? მეტს კი არაფერს შვრებოდნენ “ნაცები”, აბრალებდნენ, დაუბრალებლად კი არ კლავდნენ, ამან ეს დააშავაო და კლავდნენ. გირგვლიანსაც დააბრალეს, რაღაცები ქნაო და მოკლეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მეგობარი ქვეყანა “ნაცმოძრაობის” სტილში არ უნდა იქცეოდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ  ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ხელისუფლება, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუმცა, როდესაც სამართლიანად მოპყრობაზეა საუბარი, ამასაც თავდასხმად აღიქვამენ. ,,ამან…

მეტი...

„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“ – უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან

,,მდგომარეობა არის საგანგებო”, – ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. ,,მდგომარეობა არის საგანგებო, არცერთო სახურავი არ არის გადარჩენილი. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, დარტყმა ქარბობრბალას არის ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რამე უხილავი ბზარები. ასევეა სამრეკლო, რომელსაც აქამდეც სჭირდებოდა გამაგრება და რესტავრაცია და დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა დარტყმა მიიღო. ყველაფერი ფაქტიურად არის მორყეული, წარმოუდგენელია, რა ძალამ მოარყია, უზარმაზარი ლორფინის ქვები არის გაფრიალებული, როგორც ფარატინა ფურცელი”, – განაცხადა მეუფემ. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განმარტებით,…

მეტი...

,,პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო” – გიორგი ნემსაძე

,,ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ნემსაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართება. „მოლოდინი არის სასიხარულო, ამაღლებული და იმედიანი. გამოვარდა შოტლანდია, ხორვატია, ისეთი კარგი გუნდები, რომლებსაც მეტი გამოცდილება ჰქონდათ, კლასიც და ისტორიაც. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი. რა თქმა უნდა, პორტუგალია ძალიან რთული გუნდია და ყოველთვის ყველასთვის ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. ის არის საინტერესო, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს და შესწევს ძალა, რომ ამ ნაკრებს გაუწიოს წინააღმდეგობა და გამარჯვების იმედიც მაქვს, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.…

მეტი...

,,ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული” – ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატი უარყოფს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამტკიცებს, რომ ,,ორივე ნარკოტიკების მოხმარების შედეგადაა დაღუპული”. ცინდელიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. გამოიკითხნენ მოკლულის მშობლებიც. ცინდელიანის ადვოკატები საქმეში პირადი ინფორმაციის არსებობის მოტივით, სხდომის დახურვას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ბრალდების მხარის განცხადებით კი, ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში, შვილმკვდარი მშობლების დისკრედიტაციას ცდილობდნენ: ,,ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა გარდაცვლილზე. დადასტურდა ის, რომ ბრალდებულისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და შესაბამისად, მათ…

მეტი...

ცნობილია, საქართველოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩამდე

UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები წარადგინა. საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: კარში – გიორგი მამარდაშვილი დაცვის ხაზი – შენგელია, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი. ნახევარდაცვა – კიტეიშილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე. თავდასხმის ხაზი – კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობას, უკვე ცნობილია, რომ მასში იქნება კრიშტიანუ რონალდუ.

მეტი...

,,ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

,,ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი…

მეტი...

,,ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და X-ზე წერს, რომ იმედოვნებს, რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ალიანსში გაწევრიანებას. ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა განვლილი საქმიანობისთვის. ,,ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – კალაძე

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან მატჩამდე წარმატებები უსურვა. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა ჩვენს ეროვნულ ნაკრები წარმატებები, გამარჯვება ვუსურვო. ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობს დღეს ჩვენს ბიჭებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა კალაძემ. საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება. ჯგუფიდან გასასვლელად „ჯვაროსნებს“ მოგება სჭირდებათ.

მეტი...

,,მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს” – მდინარაძე

,,მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „საქართველოში მცდელობა და სურვილია, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები. არჩევნებამდე სულ ასეთი დღის წესრიგი და პოლიტიკური დარტყმები იქნება, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ მათ ქვეყანას წარმოადგენდეს აგენტურა და არა ის ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციური დათქმის შესრულებას ღირსებით ცდილობენ, ცდილობენ ორ ფეხზე დგომით, მშვიდობით, დემოკრატიული, ევროპული გზით და არა ომით. როგორც კი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეცდებიან, საქართველო ომში ჩაერთოს, ქვეყანა ჩამოიშალოს. ამას ხელისუფლება კი…

მეტი...

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს. გამოცემა წერს, რომ პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მეტი...

,,საზოგადოებას ატყუებენ, რომ დიდი გაერთიანება ხდება, სინამდვილეში ხუთკაციანი პარტიები დარბიან” – ზარქუა

,,ხელმოცარული ოპოზიცია წინასაარჩევნოდ რაღაც პერფორმანსს აწყობს, ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას ატყუებენ, რომ დიდი გაერთიანება ხდება, სინამდვილეში ხუთკაციანი პარტიები დარბიან. „ხელმოცარულები წინასაარჩევნოდ რაღაც პერფორმანსს აწყობენ. ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა. ჩახდილი „გირჩი“ „დროა“-სთან ერთად რას მოაწერს ხელს, როგორ გაერთიანება და ამას ზემოდან პატრონობას მადამ პრეზიდენტი გაუწევს, რომელიც თავის დროზე ვერ ავირჩიეთ და ბილბორდებზე ჩვენი ლიდერები იყვნენ, რა აზრი აქვს? შალიკო რომ იყოს მაგათთან, კიდევ…

მეტი...

ალენ ბერსე ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე შვეიცარიელი ალენ ბერსე აირჩიეს. ის ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება და ამ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს ჩაანაცვლებს. ალენ ბერსე 2012-2023 წლებში შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ორჯერ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს, ასევე იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. 2003-2011 წლებში ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი იყო.

მეტი...

მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება და იენს სტოლტენბერგს შეცვლის. იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.

მეტი...

ქეთი ჯავახიშვილი სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ზემოქმედებას; მიყენებული ჰქონდა 59 ჭრილობა – პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაზე, რომელშიც ბრალდებული ოთარ ცინდელიანია. როგორც საქმის პროკურორმა საამართლო სხდომაზე განაცხადა, ჯავახიშვილი ცინდელიანის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ჯავახიშვილს 59 ჭრილობა კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ,,21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული… ქეთევან ჯავახიშვილი დედის ნათლული იყო, ნათესაური კავშირი ჰქონდა. ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულის მხრიდან…

მეტი...

,,პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ,,ვივა მედიდან” ჩართვისას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მომხდარი თავდასხმები ახსენა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამნაშავე ცნობილია, არავინაა პასუხისგებაში მიცემული. ,,ყველა თავდამსხმელი არის ცნობილი და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, უფრო მეტიც, სრული არეულობა დაიწყო ქვეყანაში. 1-2 კვირის წინ, ვივა მედთან ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს კრიმინალებმა, მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. პოლიციამ მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე,…

მეტი...

„ნაკრებს, ძლიერი, ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავს“ – რას ამბობს პორტუგალიის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებზე

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღფრთოვანებულია. მისი თქმით, ნაკრებს, ძლიერი, ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც გუნდის შემტევ სტილს განაპირობებენ. „ყოველთვის კარგია მოგონებების გახსენება. მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბურთით გაერღვია დაცვის ხაზი. ვფიქრობ, ეს აჩვენებს ქართული ფეხბურთის მენტალობას, ხელწერას. დღესაც გვყავს ასეთი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა ხვიჩა, რომელიც ამ იდენტობის ნაწილია. ასევე გამოვარჩევ გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ვალენსიაში სამი კარგი სეზონი ჩაატარა. ეს ძალიან კარგი გუნდია, საქართველოს ნაკრებმა ბევრი გააოცა, ლუქსემბურგი და საბერძნეთი ჩამოიტოვა, აღფრთოვანებულები ვართ.…

მეტი...

,,სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი” – კუბილიუსი

,,სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. ,,ვფიქრობ, ყველაფერი, რაც თქვა ბორელმა და რაც განხილულ იქნა საგარეო საქმეთა საბჭოზე, როდესაც საკმაოდ კრიტიკული კომენტარები გაკეთდა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის შესახებ და ასევე უცხოელი აგენტების კანონისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ, ეს ყველაფერი იქნება დამტკიცებული საბჭოზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ეს მთავრობა არის ხელისუფლებაში ან სანამ ის ისეთ ქმედებებს ახორციელებს, როგორსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი. სწორედ ეს არის მესიჯი ევროპელი ლიდერებისგან და ვფიქრობ, ევროპული საბჭოც ასეთივე კომენტარებს…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, ქალაქ პოკროვსკიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, უკრაინელ ჯარისკაცებს პირადად წარუდგინა გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი გნატოვი. ის ამ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტმა 2 დღის წინ, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლის ნაცვლად დანიშნა. ზელენსკი დონეცკში გენშტაბის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა. ,,გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მან ხელისუფლების პირველ პირებს მოუწოდა, ხშირად იარონ ფრონტის ხაზზე და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რომლებიც ,,კიევიდან არ ჩანს”. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სათანადო…

მეტი...

,,ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა” – როთი

,,ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა”, – წერს ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი. ,,საქართველოში მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ EU-ის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულდა”, – წერს როთი.

მეტი...

,,მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს” – დავითულიანი ამერიკულ სანქციებზე

,,ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა დავითულიან კატეგორიულად უარყოფს, რომ მის თანაპარტიელებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. ,,შეტყობინება გაუგზავნაო ამბობს ერთი პირი და ადრესატი, ვისაც უნდა მისვლოდა არ მისვლია. ესე იგი არ დაგზავნეს. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია,” – ამბობს დავითულიანი ჟურნალისტებთან.

მეტი...

რუსმა პრანკერებმა ქემერონს პეტრო პოროშენკოს სახელით დაურეკეს

რუსულმა მედიამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონისა და რუსი პრანკერების – ვოვანისა და ლექსუსის საუბარი გამოაქვეყნა. პრანკერებმა დაადასტურეს, რომ ქემერონს ისინი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით ესაუბრნენ. ჩანაწერს თან რუსული თარგმანი ახლავს, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ,,პოროშენკოს” ნატოს გაფართოებისა და უკრაინაში უცხოური ჯარების ყოფნის საკითხებზე ესაუბრება. როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, ქემერონი სატელეფონო თაღლითების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მინისტრს თავი პეტრო პოროშენკოდ წარუდგინეს, თუმცა საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა და მას შემდეგ, რაც ქემერონმა იეჭვა, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა, საუბარი შეწყვიტა.

მეტი...

,,მდგომარეობა არის საგანგებო, იავარქმნილია მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობა” – ალავერდის მიტროპოლიტი

,,ვითარება საგანგებოა”, – აცხადებს მეუფე დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელმაც გუშინდელი სტიქიის შემდეგ, მონასტრის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, არც ერთი სახურავი გადარჩენილი არ არის. ,,დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობას”, –…

მეტი...

,,თავდასხმა მოხდა ჩემზე, სამი ადამიანი მირტყამდა” – აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი

,,თავდასხმა მოხდა ჩემზე… სამი ადამიანი მირტყამდა”, – ამის შესახებ აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი ყვება და ამბობს, რომ თავდასხმა თბილისში, 51-ე სკოლის წინ მოხდა. ,,ახლა ამ წამს მოხდა თავდასხმა ჩემზე. 51-ე სკოლის წინ. თავდასხმა მოხდა, რა ვიცი, მცემეს, მემგონი ტვინის შერყევას გადარჩენილი ვარ. პატრული მოსული არის. დაზიანებები მაქვს, ცოტა სისხლიც. აი აქ, წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი. მანქანის გადაღება შევძელი. მცირე დაზიანებები მაქვს. მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრებით იყო, ფიტით. ახლა პოლიციაა მოსული, სურათები გადაუღეს. ნიღბებით იყვნენ, უკნიდან, ზურგიდან დამარტყეს და წაქცევის დროს სამი ადამიანი შემდგა და კიდევ კარგი, აქ ხალხი იყო…

მეტი...

ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და წახალისების საჭიროება. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მენტორობის პროგრამა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური ტრენინგები მონაწილეთა პროფესიული განვითარების, ასევე საჯარო გამოსვლების, პროექტის მენეჯმენტის, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების მიზნით.

მეტი...

ვარკეთილში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს

ვარკეთილში დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, 11 ნარკორეალიზატორია [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ,,სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული კ.ი., 1969 წელს დაბადებული ნ.ს., 1975 წელს დაბადებული ზ.თ., 2002 წელს…

მეტი...

კახეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ბოლო ცნობები სოფელ ალავერდიდან

კახეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ცოლ-ქმარი მანქანაში იჯდა, რა დროსაც ძლიერი ქარი ამოვარდა, რის შედეგადაც წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა, მანქანა ამოტრიალდა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარიშხლის შედეგად დაზიანდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის შიდა და გარე ტერიტორია, წაიქცა ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ბოძების კაბელები, რის გამოც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.  

მეტი...

,,ინჯია მონა” – მარტვილში, გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერ ფრიდონ ინჯიას სახლთან წარწერა დატოვეს

მარტვილში, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას სახლთან, ასფალტზე და ჭიშკარზე წარწერა დატოვეს ,,ინჯია მონა”. მეზობლებს არ შეუნიშნავთ როდის და ვინ დატოვა წარწერა, თავად ინჯიების ოჯახი კი თბილისში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ,,ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ინჯიამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ხმა მისცა.

მეტი...

,,თვალყურს მივადევნებთ საქართველოში მიღებული კანონის შედეგებს” – სახდეპის წარმომადგენელი

,,თვალყურს მივადევნებთ საქართველოში მიღებული რუსული კანონის შედეგებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა განუცხადა. როგორც რაუფოღლუ წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მონიტორინგს გაუწევს ,,ქართული ოცნების” მთავრობის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამოყენებას, რათა დარწმუნდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს, მუშაობა შეუძლიათ. ,,ზოგჯერ, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებულები ვიყოთ, თუმცა ამ კანონის ზემოქმედებას ან ეფექტებს მომავალ წლამდე ვერ ვნახავთ… ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიყავით უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა. ინფორმაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ მათგან უმეტესობა ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების ჯარისკაცები, მესაზღვრეები მარიუპოლისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველები, ასევე ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებაზე მყოფი ჯარისკაცები არიან. ,,ჩვენ გვახსოვს ჩვენი ყველა მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში. ვაგრძელებთ მუშაობას თითოეულის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვეძებთ სიმართლეს ყველას შესახებ, ვისაც მტრის დაჭერა შეუძლია. მადლობა ჩვენს გაცვლით გუნდს: ბუდანოვი, ერმაკი, მალიუკი, კლიმენკო, ლუბინეცი. ყველა პარტნიორს, რომელიც გვეხმარება – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში გვეხმარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაზე რთულ შედეგებსაც კი”,…

მეტი...

რუსეთმა ქვეყანაში 80-ზე მეტი ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაბლოკა

რუსეთში 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაიბლოკება. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედია საშუალებების სია, რომლებთან დაკავშირებითაც შემზღუდველი ზომები მიიღეს, მოიცავს გამოცემებს ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის სახელმწიფო ტელე -რადიო კომპანია ORF-ს, უნგრულ ინტერნეტპორტალ 444-ს, გერმანულ გაზეთებს : Der Spiegel-ს, Die Zeit-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, ესპანური გამოცემებს : El Mundo-ს, El Pais-ს, სააგენტო EFE-ს, იტალიურ გაზეთებს : La Stampa-სა, La Repubblica-ს, ტელეკომპანია RAI-ს, ფრანგულ გაზეთებს : Le Monde-სა და La Croix-ს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რადიო კომპანია Radio France-ს, ასევე გამოცემებს: Politico-ს,…

მეტი...