გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა. ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს: „სადებიუტო თამაში @euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში, სადაც ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით!  მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს გიორგი.

მეტი...

,,იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა” – ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან იმ კანონების პაკეტის მიზნებზე ისაუბრა, რომლებიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში შეიტანა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე. „იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის და სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა, რა შედეგებს იწვევს, როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა, როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და…

მეტი...

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფხენიანში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უცნაური სცენებით ვიზიტი გაფრთხილებად უნდა იყოს მიღებული. „ტირანიის ახალი ღერძი ჩვენი თავისუფლებებისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობს. მათი შეკავება მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებით შეგვიძლია“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. Ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წლიდან პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. კიმ ჩენ ინი კოლეგას აეროპორტში განსაკუთრებული პატივით დახვდა. ფხენიანში კი შენობებზე რუსეთის დროშები და პუტინის პორტრეტებია გამოკრული.

მეტი...

,,მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან” – კალაძე “DiW“-ის მიერ შექმნილ საათზე

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი. საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის…

მეტი...

,,იმ ღამესვე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი დაიხრჩო, ანაწმენდები გაანადგურა ექსპერტმა” – 12 წლის ანას საქმის სასამართლო

მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში. პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება. ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც. ,,თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად, ვერ შეინახა ასევე რის შედეგადაც ის დაობდა. მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას…

მეტი...

19-20 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მეტი...

,,მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს” – იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს. „ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებებზე. არც ოჯახის წევრები აგებენ პასუხს, მაგალითად, ქალბატონი ირმას (ზავრადაშვილი) გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ირმა აგებს პასუხს პოლიტიკურად თავის გადაწყვეტილებაზე და მან უნდა მიიღოს კრიტიკაც, მან უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას თავისი მოსაზრებებით. არაფერ შუაშია არც მისი შვილი, არც ოჯახის სხვა წევრი. ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ბულინგს, რომელიც მიემართება ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, თუ საუბარი არის…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა. გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი. სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.  2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

მეტი...

,,ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება” – ჰერჩინსკი

,,ოქტომბერში იქნება არჩევნები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ,,როდესაც მე თბილისში პირველად ჩამოვედი ორი წლის წინ, ვნახე ულამაზესი ძველი ქალაქი, სადაც დგას ქანდაკება „ქართლის დედა“, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში კი ღვინით სავსე თასი. მე ამიხსნეს, რომ ეს ქანდაკება განასახიერებს საქართველოს, ხმალი არის მტრებისთვის, ხოლო ღვინო მეგობრებისთვის. ახლა ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათი მტერი და ვინ მეგობარი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის ვიდექით საქართველოს გვერდით, მხარს ვუჭერდით მის დამოუკიდებლობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. უკვე 16 წელია, რაც…

მეტი...

ლიმუზინი, ჩაის სერვიზი და ხანჯალი – პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საჩუქრები გაცვალეს, ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას

ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს საჩუქრები გაცვალეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წერს, რომ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აჩუქა რუსული წარმოების ლიმუზინი – Aurus-ი, ჩაის სერვიზი და ,,ადმირალის ხანჯალი”. მეორე მხირვ, პუტინს გადაეცა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას ასახავს, მათ შორის ბიუსტები. ,,გამოსახულებების რამდენიმე ვარიანტია, ყველა მათგანი საკმაოდ მხატვრულია, ბიუსტების ჩათვლით”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. Aurus Senat ლიმუზინის წარმოება 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც პუტინმა პირადად დაავალა თავის ქვეყანას ძვირადღირებული მანქანის შექმნა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერმა…

მეტი...

ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს – BBC

ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ობიექტი ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს, როდესაც უდაბნოში დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. ის მაღალია და მართკუთხა ფორმა აქვს. სამართალდამცველებმა მონოლითის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დასვა კითხვა: „ეს აქ როგორ აღმოჩნდა?“ მსგავსი ობიექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2020 წელს აღმოაჩინეს, მათ შორის იუტის უდაბნოში, რუმინეთში, ინგლისში, უელსში.

მეტი...

VIDEO: ვრცელდება შსს-ს მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები – როგორ და სად ყიდდნენ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.  

მეტი...

„ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს“ – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის ახლად გახსნილ ოფისში იმყოფებოდა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. „ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

,,ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას” – კიმ ჩენ ინი

,,ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ფხენიანი აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან. „ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა. პუტინი ფხენიანში დღეს ჩავიდა. ეს 24 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.

მეტი...

BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს

19 ივნისის მონაცემებით, BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს. ,,ეხო კავკაზას” ცნობით, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა – ზურაბ ჩაგელიშვილმა, ვალერი იარგანაშვილმა, ვახტანგ თაბარუკიშვილმა და თამაზ ბედინაძემ ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ტურნირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტაშვილმა განაცხადა, ეს იყო გაუგებრობა. მისივე თქმით, ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობის მოწვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა შეიტყვეს, რომ თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიც მონაწილეობდა, უარი განაცხადეს. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ RICS-ის თამაშებზე ქართველი სამბისტები ელენა…

მეტი...

„ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა“ – მაკრონი

„დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. როგორც მან აღნიშნა,  ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

მეტი...

,,ინფლაციური მოლოდინები მომატებულია” – სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს. სებ-ის ინფორმაციით, ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა, თუმცა ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია: ,,საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება. ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე…

მეტი...

„ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს“ – ელჩი

ესტონეთის მთავრობა მზად არის,  უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში ესტონეთის ელჩმა  ანელი კოლკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესტონეთისთვის ეს წითელი ხაზი არ არის. „ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. ჩვენთვის ეს არ არის წითელი ხაზი. იმედი გვაქვს ნატოს ან ევროკავშირის საერთო პოზიციის და ჩვენი ლიდერები, ვგულისხმობ, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს, ამაზე მსჯელობენ. მათ ახლახანს თქვეს, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია“,-  განაცხადა კოლკიმ.

მეტი...

,,წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე გასულ წელს” – იოსელიანმა წლიური ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ გასულ წელს მოქალაქეების უფლებები არაერთხელ დაირღვა, მათ შორის აქციებზე, როცა სამართალდამცავებმა არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მან ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც და თქვა, რომ აპარატმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ფრომით კანონი ძალაში არ უნდა შესულიყო. ,,2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა, ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ…

მეტი...

„ბოლო ეპიზოდისას გული გამიჩერდა“ – რა თქვეს თურქმა ფეხბურთელებმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნებს“ რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი ჰქონდათ და 1:2-ზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ხარიხასა და ძელს მოხვდა. მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩვენთან გამართული თამაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ იღბალი მათ მხარეს იყო. „სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. საქართველოსთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. გვჯეროდა, რომ მოვიგებდით და მიზანს მივაღწიეთ, თუმცა, მატჩის ბოლოს დიდი შიში ვნახეთ. ძელის მომენტში, გული გამიჩერდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი გადავიტანეთ და 3 ქულა ავიღეთ“,…

მეტი...

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე 13 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.

მეტი...

„უნდა დასანქცირდნენ ივანიშვილი და ყველა ის დეპუტატი, ვინც ამ კანონს ხმა მისცა“ – ესტონეთის პარლამენტის წევრი

ამერიკული სანქციების შემდეგ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წევრები  ევროპამაც დაასანქციროს. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დამტკიცებულია რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტარები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვას და მათთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროპელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის გზას დაადგა და ამ გზაზე რუსული კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ  აცხადებს, რომ მტკიცედ ემხრობა მიზანმიმართულ, კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვებს ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი. „მე სავსებით ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის დასჯას. მისი მთავრობის, ყველა დეპუტატის, ვინც…

მეტი...

რუსეთში ჯერ ვერ ახერხებენ ნავთობის რეზერვუარებზე დრონით შეტევის გამო გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ნავთობის საცავში დრონით თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 24 საათზე მეტი დასჭირდა, სალიკვიდაციო სამუშაოები კიდევ გრძელდება. შესაბამისმა უწყებამ დღეს დილით გაავრცელა ცნობა, რომ 05:30 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 3200 კვ.მეტრ ფართობზე. მანამდე, უწყება წერდა, რომ ოპერატიული მონაცემებით, ხანძრის ფართობი 5000 კუბურ მეტრს შეადგენდა, შემდეგ დაწერეს, რომ განახლებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 3200 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. გვიან ღამით ,,ტელეგრამ არხმა” ,,Это Ростов” გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რეზერვუარები ისევ იწვოდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18 ივნისს გამთენიისას მოხდა. მოგვიანებით, BBC-ს უკრაინულმა სამსახურმა უკრაინის სამართალდამცავ უწყებებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა…

მეტი...

,,ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა” – ტელეწამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა. ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ნაკრები თურქეთთან, 3:1 დამარცხდა.

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს. რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

მეტი...

,,რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?” – დანიგანი ანაკლიაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ანაკლიის პორტის ჩინური კონსორციუმისთვის ჩაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  კომპანია CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. მისი განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის. „CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს”, –…

მეტი...

,,საქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში” – ესტონეთის ელჩი

ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დაბრკოლებაა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, ასევე, არსებობს სხვა კანონებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და შესაძლოა საქართველო დიდხანს დარჩენს EU-ს მოსაცდელ ოთახში. ,,ევროკავშირი შეშფოთებულია ამ კანონით და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად არის დაბრკოლება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ არის ასე? უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების…

მეტი...

თბილისში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა

თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, მანქანა მოტოცილს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით,  შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე” – დანიგანი

,,ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიო იყო თავის განცხადებაში, რომ საქართველოსკენ მიმართული მთელი დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ,,უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი,…

მეტი...

ლვოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო – უკრაინული მხარის ცნობით, ყველა ,,შაჰიდი” ჩამოაგდეს

ღამით ლვოვის ოლქზე დრონებით თავდსხმა იყო. რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მტრის მიერ გაშვებული 5 ,,შაჰიდიდან” ხუთივე ჩამოაგდეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მალეხოვის რაიონში ერთი ადამიანი, 70 წლის კაცი დაიჭრა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და საოფისე შენობა.

მეტი...

ბაიდენის ინიციატივით, ამერიკის მოქალაქეებზე დაქორწინებული 500 ათასი არალეგალი აშშ-ში კანონიერად იცხოვრებს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ინიციატივით, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ამერიკაში არალეგალურად იმყოფება, მაგრამ აშშ-ის მოქალაქის მეუღლეა, დეპორტირებას გადარჩება. BBC-ის ცნობით, ინიციატივა მათ შეეხება, ვინც აშშ-ში, სულ მცირე, 10 წელია, რაც იმყოფება. მათ აშშ-ში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ამას ემატება დაახლოებით 50 000 ახალგაზრდაც 21 წლამდე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი ამერიკის მოქალაქეზეა დაქორწინებული. ვინც პირობებს აკმაყოფილებს, სამი წელი მიეცემა განაცხადის გასაკეთებლად მუდმივი მცხოვრების სტატუსის მისაღებად და სამუშაო ნებართვა სამი წლის ვადით.

მეტი...

2000 წლის შემდეგ პირველად, პუტინი ჩრდ. კორეაში ჩავიდა

2000 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. მას ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და სხვები. პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

მეტი...

ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაითხოვა ექვსწევრიანი ომის კაბინეტი, განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ეს ხდება ერთი კვირის შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ტოვებს ორგანოს. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის შესახებ ახლა კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტში იმყოფებოდნენ. ეს ნაბიჯი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ეწვია იერუსალიმს, ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, ისრაელის განცხადების შემდეგ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას”დაძაბულობა რეგიონს უფრო ფართო კონფლიქტთან აახლოებს. ომის კაბინეტს, რომელიც შეიქმნა 7…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 21 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დედაქალაქში – თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან…

მეტი...

,,ცარიელია ბინები” – რა ეღირება ბათუმში ბინის დღიურად ქირაობა ზაფხულის განმავლობაში

ბათუმში საზღვაო სეზონი უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან რა ეღირება ბათუმში ბინა ამ ზაფხულს? – გამოცემა “ბათუმელები” უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს და ბინების მესაკუთრეებს გაესაუბრა და ამ კითხვაზე პასუხის მიღებას შეეცადა. ,,ცარიელია ბინები, სადაა ტურისტი?”, – ამის შესახებ გამოცემას ბათუმში, ერთ-ერთი გასაქირავებელი ბინის მესაკუთრე უყვება. ამბობს, რომ ბინას ბაგრატიონის ქუჩაზე დღეში 50 ლარად აქირავებს. ,,ჩემთან მოდიან ძირითადად გიდები, მძღოლები, ტურისტების მომსახურე პერსონალი, ტურისტი ნაკლებია. შარშან სასტუმრო მქონდა აღებული გარეუბანში, ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა, რუსების ნაკადი იყო იმდენი დიდი, რომ გარეუბანშიც კი სავსე ვიყავით”, – თქვა მან. ბინების მესაკუთრეები ამბობენ, რომ…

მეტი...